FM97.5 / LIVE

ახალციხეში საჩივრების განხილვა საოლქოდან სასამართლოში გრძელდება

მთავარიარჩევნები 21.06.2014
ექვსი სადავო უბანი ახალციხის საარჩევნო ოლქში; დაითვლება თუ არა ხელახლა ოთხ უბანზე შედეგები და გაუქმდება თუ არა ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები; რატომ ჩივის საია სასამართლოში;

ახალციხეში საჩივრების განხილვა საოლქოდან სასამართლოში გრძელდება
20 ივნისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში N37 ახალციხის საარჩევნო ოლქის უბნების შესახებ ორი სასამართლო პროცესი გაიმართა. ორივე პროცესზე სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის მაია გრძელიშვილის სარჩელი განიხილა.

გრძელიშვილმა სასამართლოში 6 უბნის შედეგები გაასაჩვირა: N2, N20, N28, N29, N30 და N32; ექვსივე უბანზე პრობლემას შემაჯამებელ ოქმებში არსებული ხარვეზები წარმოადგენდა.

რას ასაჩივრებს საია N2 და N20 უბნებზე

პირველი სასამართლო პროცესი N2 და N20 უბნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო. საიას წარმომადგენელი აქ N37 ახალციხის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N123-ე განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა.

„ამ განკარგულებით მან უარი მითხრა ოლქში ჩემს მიერ წარდგენილი საჩივრზე, რომელიც N2 და N20 უბნებზე კომისიის თავმჯდომარეებისა და მდივნების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას ითვალისწინებდა“, - ამბობს გრძელიშვილი.

მისი თქმით, ორივე უბნის შემაჯამებელ ოქმში მონაცემები გადასწორებული იყო, ასეთი დარღვევა 500 ლარით ჯარიმდება, საოლქო კომისიამ კი ამ უბნების თავმჯდომარეებსა და მდივნებს მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა, მათ გაფრთხილება მისცა.

„მოვითხოვ, სასამართლომ დაავალდებულოს კომისიის თავმჯდომარეს, რომ N2 და N20 უბნებზე თავმჯდომარისა და მდივნების მიმართ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შეადგინოს, ასევე, გაბათილდეს თავმჯდომარის N123-ე განკარგულება“, - აცხადებს გრძელიშვილი.

საია ოთხი უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

რაც შეეხება N28, N29, N30 და N32 უბნებს, აქ საიას წარმომადგენელი შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ამ უბნებზე კენჭისყრის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს.

„N28, N30 და N32 შემაჯამებელ ოქმებში არ ემთხვევა კენჭისყრის დღეს მისული ამომრჩევლების რაოდენობა ერთიან სიას. მაგალითად, პროპორციულში იყო სხვა, მაჟორიტარულში სხვა, მერისა და გამგებლის შემაჯამებელ ოქმებში სხვა. სამივე უბანზე სამივე ოქმში დარღვევები იყო“, - გვიხსნის გრძელიშვილი.

N29 უბანზე კი, მისი თქმით, კენჭისყრის დღეს მისული ამომრჩევლების რაოდენობა ნაკლები იყო გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობასთან შედარებით: „ანუ, ამ უბანზე ერთით მეტი ბიულეტენი იყო. საოლქო კომისიაში ხსნიან, რომ რეგისტრატორმა ერთმანეთს გადააყოლა ბიულეტენები, მაგრამ ეს შემაჯამებელ ოქმში უნდა გაეთვალისწინებინა კომისიას“.

გრძელიშვილი ამავე უბნებთან დაკავშირებით ხმების ხელახლა გადათვლასთან ერთად N37 ახალციხის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N27-ე, N 28-ე, N 29-ე განკარგულებების ბათილად ცნობას ითხოვს.

რას პასუხობენ საოლქო კომისიისა და საუბნო კომისიის წევრები საიას

ექვსივე უბნის კომისიის წევრები აცხადებენ, რომ დარღვევას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, რომ შეცდომა მოუვიდათ, თუმცა, ეს იყო მექანიკური და არა განზრახ ჩადენილი შეცდომა. უბნების ხელახლა გადათვლა კი არაფერს შეცვლის რადგან ყველა უბანზე ხმები დაბალანსებულია. კომისიის წევრები გადაცდომას აღიარებენ და შეცდომის გამო ბოდიშს იხდიან.

მათ ეთანხმებიან N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იურისტები. მათი განცხადებით, საიას საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

„ამ უბნებზე არ ყოფილა არცერთი საჩივარი და შენიშვნა, არჩევნები ძალიან მშვიდად და სამართლიანად ჩაატარეს, ეს დაღლილობისგან მოუვდათ“, - განაცხადა N37 ახალციხის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლემა კარაპეტ კირაკოსიანმა.

სასამართლოში წარმოდგენილმა მესამე პირებმა საიას სარჩელთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია დააფიქსირეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოლქოსა და საუბნო კომისიის წევრებს დაეთანხმნენ. „ნაციონალური მოძრაობის“, „ბურჯანაძე - დემოკრატებისა“ და „დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა კი მხარი გრძელიშვილს დაუჭირეს.

„რა უდგას წინ ამ უბნების ხელახლა გადათვლას, დაითვალოს ეს ოთხი უბანი და გაქარწყლდეს ყველა ეჭვი რაცაა“, - განაცხადეს მათ.

„ეს საოლქო კომისიისთვის შეურაცხმყოფელია, აქამდე არავის ამ უბნებთან დაკავშირებთ პრეტენზია არ გამოუთქვამს და ახლა, რადგან საიამ გაასაჩივრა, ისინიც აღარ გვენდობიან?!“, - განაცხადა სასამართლო დარბაზში N37 ახალციხის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა.

არცერთ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუცხდებია. რას გადაწყვეტს სასამართლო ცნობილი 21 ივნისს გახდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა გადაწყვიტა სასამართლომ ახალციხის ოლქში N2 და N20 უბნებთან დაკავშირებით
რას ედავება საია ასპინძის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა
საჩივრების განხილვა სასამართლოში გაგრძელდება
სასამართლომ ახალციხის საოლქო კომისიის ორი ოქმი ბათილად ცნო
საიას სარჩელი ასპინძის საოლქოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა
ახალქალაქის სასამართლო N1 საარჩევნო უბნის საქმეს განიხილავს