FM97.5 / LIVE

რას ედავება საია ასპინძის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს

მთავარიარჩევნები 21.06.2014
პროპორციული სიის შემაჯამებელ ოქმში დაშვებული შეცდომა და საის სარჩელი; რატომ უჩივლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელემა ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სასამართლოში;

რას ედავება საია ასპინძის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს
N39 ასპინძის საარჩევნო ოლქის N15 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით დავა საოლქო საარჩევნო კომისიიდან სასამართლოში გაგრძელდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა მაია გრძელიშვილმა N39 ასპინძის საარჩევნო ოლქის თავმჯდამარეს როსტომ მაგრაქველიძეს უჩივლა. საიამ N15 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით საოლქო კომისიის განკარგულება გაასაჩივრა.

აღნიშნულ უბანზე პროპორციული სიის შემაჯამებელ ოქმში დაშვებული შეცდომის გამო მაგრაქველიძემ, საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარესა და მდივანს გაფრთხილება მისცა. საიას წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულზე თავმჯდომარეს ერთპიროვნულად უნდა ემსჯელა და კანონით N15 საარჩევნო უბნის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი უნდა შეედგინა. მისი მოთხოვნაც სასამართლოში სწორედ ეს გახლდათ: დაავალდებულოს სასამართლომ თავმჯდომარე, რომ მან N15 საარჩევნო უბნის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინოს.

საოლქო და საუბნო კომისიის თავმჯდომარეები და წარმომადგენლები შეცდომას აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს მექანიკურად მოუვიდათ. ამით არცერთ საარჩევნო სუბიექტს რაიმე ზიანი არ მიადგა, მომხდარი საარჩევნო შედეგებზე არ აისახა და ამიტომ აღნიშნული არც რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ არ გაასაჩივრა.

რაც შეეხება იმას, როსტომ მაგრაქველიძეს გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიეღო თუ კომისიასთან ერთად, იგი აცხადებს: „საჩივარი ოლქში იყო შემოსული და ამიტომ კომიასას უნდა ემსჯელა“.

მისი თქმით, თუ ახლა სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და საუბნო კომისიის წევრებს 500 ლარით დააჯარიმებს, სამომავლოდ, დიდი საფრთხე არსებობს, რომ საუბნო კომისიის წევრები ვეღარ შეირჩნენ: „შემდეგ არჩევნებზე ამ ადამიანებს სურვილი აღარ ექნებათ რომ თავიანთ სოფელს გვერდში დადუგნენ, ისეც 34 დღეში ხელზე 187 ლარს იღებენ“.

„ის საყვედური და გაფრთხილება რაც თავმჯდომარემ მოგვცა, ჩვენთვის დიდი სასჯელია“, - განაცხადეს სასამართლო დარბაზში N15 საარჩევნო უბნის მდივანმა და თავმჯდომარემ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გია ბერაიამ სიას სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„მომხდარით ზიანი არავის მიდგომია, ეს არის ადმინისტრაციული გადაცდომა“, - განაცხადა მან.

გაასაჩივრებს თუ არა საია ახალციხის რაიონული სასამართოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საჩივრების განხილვა საოლქოდან სასამართლოში გრძელდება
საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის
რა გადაწყვიტა სასამართლომ ახალციხის ოლქში N2 და N20 უბნებთან დაკავშირებით
ასპინძის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა
საიას სარჩელი ასპინძის საოლქოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს