FM97.5 / LIVE

საიას სარჩელი ასპინძის საოლქოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა

მთავარისიახლე, არჩევნები 26.10.2017
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საიას სარჩელი ასპინძის საოლქო კომისიის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

საიას სარჩელი ასპინძის საოლქოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ N4 დამალის საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში 50 ბათილი ბიულეტენი საეჭვოდ მიიჩნია. ამიტომ საია ამ ბიულეტენების ხელახლა გადასინჯვას მოითხოვდა. აღნიშნული საკითხი ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ განხილვისას იმ მიზეზით არ დააკმაყოფილა, რომ კანონით არაა განსაზღვრული თუ რამდენი ბათილი ბიულეტენი არ შეიძლება იყოს უბანზე.

N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნიკოლოზ ლოლაძის თქმით, აქ ბევრი ბიულეტენი საერთოდ არ იყო შემოხაზული, ნაწილში კი ორი კანდიდატი ამომრჩეველს ერთად ჰქონდა მოხაზული.

დღის განმავლობაში რომ საარჩევნო უბანზე რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამაზე სასამართლო დარბაზში ამავე უბნის თავმჯდომარემ მჰერ ნაჰაპეტიანმაც ისაუბრა. მისი თქმით, სოფელში ბევრი ასაკოვანიც ცხოვრობს და შესაძლოა გაუჭირდათ გარჩევა ვინ უნდა შემოეხაზათ.
ამომრჩევლის ნების გამოხატვის დაცვის მიზნით კი ბათილი ბიულეტენების რაოდენობის სიმრავლიდან გამომდინარე, საია მათ ხელახლა გადასინჯვას ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთი ბულეტენი ამ უბანზე შედეგებს ვერ შეცვლიდა.

მოსამართლე გია ბერაიამ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. მისი თქმით მომჩივანმა დარღვევაზე ვერ მიუთითა, მხოლოდ ეჭვი კი ბიულეტენების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდებოდა.

გაასაჩივრებს თუ არა საია სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში, ჯერ უცნობია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა
რას ედავება საია ასპინძის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს
საიას და „სამართლიან არჩევნებს“ დაუკმაყოფილებელი სარჩელები არ გაუსაჩივრებიათ
ახალციხეში, N5 რაბათის უბანში ბათილი ბიულეტენების გამო ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ [Video]
სასამართლომ ახალციხის საოლქო კომისიის ორი ოქმი ბათილად ცნო
ახალციხეში საჩივრების განხილვა საოლქოდან სასამართლოში გრძელდება