FM97.5 / LIVE

ასპინძაში ზარალის ოდენობას ითვლიან

მთავარიეკონომიკა 19.07.2012
სტიქიის შედეგად ასპინძის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი დაზარალდა. ზარალის ოდენობა დღის ბოლოს გაირკვევა.

ასპინძაში ზარალის ოდენობას ითვლიან

ძლიერმა სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალას მიაყენა. გარდა სახნავ-სათესი ფართობებისა, სეტყვის გამო დაზიანდა სახლის სახურავები და დაიხოცა შინაური ფრინველი.

- ”კაკალზე დიდი სეტყვა იყო, მოსავალი გაფუჭდა, ”შუშები” ჩაგვილეწა, სახურავი დახვრიტა, ხელიდან წავიდა ყველაფერი, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ყველაფერი განადგურდა”, - გვებნება იდუმალაში მცხოვრები ლიზი ამირიძე.

ამავე სოფლის მცხოვრების ელიკო გოგიშვილის თქმით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა ვენახი: ”სიმინდი, ლობიო, თუ რამე გვაქვს ყველაფერი დაზიანდა. ”შიფერი” ჩამოამტვრია, ყურძენი საერთოდ აღარ ვარგა. ქათმები და წიწილები დაგვეხოცა”.

გარდა იდუმალისა სეტყვამ ნაწილობრივ დააზარალა დაბა ასპინძა და სოფლები: დამალა, ოთა, ოშორა და რუსთავი.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისია ამ წუთებში მდგომარეობას სწავლობს.

- ”შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისა და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გადაუდებელი რაც არის მოგვარდეს. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ყველაფრის აღდგენას”, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესო ბექაური.

რითი დაეხმარებიან დაზარალებულებს მას შემდეგ გაირკვევა, რაც კომისია ზარალის ოდენობას დაადგენს.

- ”მაქსიმალურად შევცდებით სტიქიისგან მიყენებული ზიანი სრულად ავანაზღაუროთ. თითოეულ ოჯახზე შედგება აქტი და გვეცოდინება ვის რა ესაჭიროება”, - ამბობს გამგებელი.

ასპინძაში ზარალის ოდენობას ითვლიან

ასპინძაში ზარალის ოდენობას ითვლიან

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
სამცხე-ჯავახეთში ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ითვლიან
ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია
'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]
ნინოწმინდაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში  [ფოტო]