FM97.5 / LIVE

ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ითვლიან

მთავარიეკონომიკა 16.09.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, 14 სექტემბერს, სტიქიით მიყენებული ზარალი, ჯერ მხოლოდ 2 სოფელში დაითვალა.

ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ითვლიან

14 სექტემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო დაზარალებულ 9 სოფელში ზარალის დამთვლელი კომისია მეორე დღეა მუშაობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის არსენ ბალახაშვილის განცხადებით, პატარა სმადა უკვე მოიარეს, ამჟამად ჯგუფი დიდ სმადასა და ლელოვანში მუშაობს: „ამის გარდა, კიდევ 7 სოფელია შემოსავლელი. ჯერ ვერ გეტყვით კომისია მუშაობას როდის დაასრულებს. ყველა ოჯახში სათითაოდ შევდივართ და ვზომავთ დაზიანებულ მიწის ნაკვეთებს“.

ბალახაშვილის თქმით, ის რაც უკვე მან ნახა, ბოსტნეული და ხეხილი 100 პროცენტითაა დაზიანებული. ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები: „სახურავი გადახადა ქარმა სახლებს, დაიმსხვრა მინებიც“.

მიყენებული ზიანის გამო კომისია ორი მიმართულებით მუშაობს, ერთი ნაწილი დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, მეორე კი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს სწავლობს.

„გზა არსადაა ჩახერგილი. ასეთი პრობლემა ცენტრალურ გზაზე შეგვექმნა მხოლოდ და ისიც მალევე გავწმინდეთ“, - აცხადებს ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, ადიგენის სოფლებს სტიქიამ 14 სექტემბერს შეუტია. სეტყვამ მუნიციპალიტეტის 9 სოფელი დააზარალა. განადგურდა ხეხილი და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ადიგენს სტიქიამ მეორედ შეუტია
ადიგენში სტიქიის შედეგებს ხვალ დაითვლიან
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ადგენენ
სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა
სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა