FM97.5 / LIVE

'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.07.2019
ასპინძასა და მუნიციალიტეტის სამ სოფელში ძლიერმა სეტყვამ ხეხილი და ნარგავები გააფუჭა. დაზიანდა სახლების სახურავებიც. თვითმმართველობის კომისია ზარალს ითვლის.

'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]

ასპინძაში, ნაქალაქევში, ფიასა და ივერიაში სტიქია დღეს, 11 ივლისს, დაახლოებით 15:00-დან 16:00 საათამდე ინტერვალში იყო. ადილობრივები ამბობენ, რომ შავი ღრუბელი და სეტყვა საყუდაბელის მთიდან წამოვიდა. ჯერ დაბა დაისეტყვა, შემდეგ კი სოფლებისკენ, ზოლად გადაინაცვლა.

სეტყვამ დაბა ასპინძის ცენტრალური გზის მიმდებარედ, ხეხილი დააზიანა. ძირს ჩამოიყარა თუთა, კაკალი, ალუბალი და ვაზის მტევანი.

„დიდი სეტყვა იყო, ხეხილი დააზიანა, ძირს დააგო ყველაფერი. რაც ხეზე დარჩა, ისიც აღარ გამოდგება. თუთა იყო ამ სეზონზე მნიშვნელოვანი და უკვე ძირს ყრია. ჩემთან ვენახი და პომიდორია ცუდ მდგომარეობაში“, - ამბობს ასპინძის მკვიდრი ნუგზარ ზედგინიზე.

ადგილობრივი თამაზ მელიქიძის თქმით, ასეთი მსხვილი სეტყვა ასპინძაში არ ახსოვს: „დავინიშნე და 12 წუთი იყო. კაკალს რომ ჩამოყრის ძირს, წარმოიდგინე რამხელა სეტყვა იქნებოდა. ნაგვის ურნა ძირს ჩამოყრილი ყურძნით გავავსე“.

დაბის შემდეგ სტიქიამ სოფლებში გადაინაცვლა. ნაქალაქევში სეტყვა დაახლოებით რვა წუთი იყო. „ჭერმის ზომის სეტყვა იყო, ზოლსა და ზოლზე გადაიარა. სიმინდი, ლობიო, კიტრი, პომიდორი - 80% აღარ არის. ხეხილიც დაზიანდა. დღეს, იმდენად არაფერი ეტყობა, მაგრამ როგორც კი ხვალ მზე მოხვდება, გახმობას დაიწყებს“, - ამბობს ნაქალაქევის მკვიდრი იაკობ ოთანაძე.

სეტყვის გარდა, ძლიერი ქარი და წვიმა იყო სოფელ ფიაშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდან ჩამოყრილი მკვახე ნაყოფი და ფოთლები, წვიმის შედეგად მოსულმა ნიაღვრებმა გადარეცხა. ფიაში წვრილი სეტყვა მოვიდა, თუმცა დაზიანების მაჩვენებელი აქაც მაღალია.

„ქარიშხალმა უფრო დიდი ზარალი მოგვაყენა, ვიდრე სეტყვამ. სეტყვა წვრილი იყო და 2-5 წუთი გრძელდებოდა. ვენახი ზემოდან არის დაჩეხილი. ისეთი წყალი მოდიოდა, რომ ძირს რაც ეყარა, სულ გაასუფთავა. დააზიანა კიტრი, პამიდორი, ნესვი, საზამთრო, ნარგავები დაჩეხილია“, - ამბობს ფიას მკვიდრი ცირა ზაზაძე.

ასპინძის მერიის ინფორმაციით, დასეტყვილ დასახლებებში ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს: „ყველაზე მეტი დაზიანება დაბა ასპინძაში იყო. სოფლებში, ძირითადად, ხეხილი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნათესები გაფუჭდა. ოთხი-ხუთი სახლის სახურავია დაზიანებული, მათგან ერთი – სოფელ ივერიაში. მნიშვნელოვანი დაზიანებები არ არის. ინფრასტრუქტურული ზარალი არ გვაქვს. კომისია ყველა სოფელში მუშაობს“, - ამბობს ასპინძის მერის მოადგილე დავით პაპაშვილი.

მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების შესახებ, სრული სურათი თვითმმართველობას ხვალ ექნება.

'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]

'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]

'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]

'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ურაველში სეტყვამ ხეხილი დააზიანა
ასპინძის მერის მოადგილე: ‘სტიქიამ მხოლოდ ბოსტნეული და ხეხილი დააზიანა’
ძლიერი სეტყვა ასპინძაში [ფოტო/ვიდეო]
ასპინძაში სამი სოფელი დაისეტყვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტი დაისეტყვა [ფოტო/ვიდეო]
ძლიერი სეტყვა სოფელ ანში
‘ლობიო, კიტრი და პომიდორი მიწასთანაა გასწორებული’ – სოფელი ზველი დაისეტვა