FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის

მთავარიეკონომიკა 20.07.2012
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან.

სამცხე-ჯავახეთში ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის

სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის ია გოგატიშვილის განცხადებით, სამხრეო ადმინისტრაციაში მოქალაქეთა განცხადებები ჯერ ისევ შედის. ამიტომ, ამ ეტაპზე ზარალის ოდენობაზე საუბარი რთულია.

19 ივლისს მოსულმა სტიქიამ განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის სამი მუნიციპალიტეტი ახალციხე,ასპინძა და ახალქალაქი დააზარალა. განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიმტვრა სახლების სახურავები, დაზიანდა მანქანები, ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები და დაიხოცა შინაური ფრინველი.

სეტყვის შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტში 18 სოფელი დაზარალდა. სტიქიისგან განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ვალეც, სადაც სეტყვა ახალციხემდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო. დაზიანებული სახურავებიდან წყალი მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში ჩავიდა. მთლიანად განადგურდა ნათესები ათასობით მეასედ ფართობებზე.

შედარებით ნაკლები ზარალი მიიღო სტიქიისგან ასპინძის მუნიციპალიტეტმა. როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობაში განგვიმარტეს, სეტყვამ ასპინძის ხუთი სოფელი დააზარალა: დამალა, ოთა, ოშორა, რუსთავი და იდუმალა. ამათგან, განსაკუთრებით მძიმე იყო სოფელ იდუმალის მდგომარეობა.

ასევე შედარებით ნაკლები სიძლიერის იყო სტიქია ახალქალაქში. მუნიციპალიტეტის სოფლებს სტიქიამ სხვადასხვა დროს და განსხვავებული სიძლიერით შეუტია. განსაკუთრებული ზარალი მიიღო სოფლებმა: გოგაშენი, აფნია, კიროვაკანი, ბარალეთი და კუმურდო.

ამჯერად სტიქიას გადაურჩა ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები.

სტიქიის ნარჩენებისგან ქალაქი უკვე გაწმენდილია. სრულად აღდგენილია ელექტოროენერგიის მიწოდებაც. მოსახლეობის ნაწილმა ბოსტნები განადგურებული ნათესებისგანაც გაასუფთავა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სეტყვამ ახალქალაქიც დააზარალა
სტიქია - პირველადი მონაცემები
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა დაიწყო
ასპინძაში ზარალის ოდენობას ითვლიან
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა
ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან