FM97.5 / LIVE

ახალციხე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს [Video]

მთავარისაზოგადოება 28.05.2014
4–7 ივნისს, ახალციხე, მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიებაში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, 2000–2001 წლებში დაბადებულ ვაჟთა, გუნდები ჩაერთვებიან.

ახალციხე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს [Video]
ფესტივალი ახალციხის სტადიონზე 4 ივნისს 14:00 საათზე გაიხსნება. ამ დღეს სტადიონზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, საღამოს კი ახალციხის ციხეში დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის დირექტორის, ირაკლი ქურდაძის განმარტებით, ფესტივალი 7 ივნისს, საზეიმოდ დაიხურება. გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი და მონაწილეებს გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები და საჩუქრები.

გარდა ამისა, მაყურებლებისთვის დაგეგმილია წამახალისებელი გათამაშება, სადაც მთავარი პრიზი იქნება ერთკვირიანი, ორკაციანი საგზური ალანიაში,4–ვარსკვლავიან სასტუმროში. გათამაშდება სხვა პრიზებიც.

მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით, დღეს, 28 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი - ირაკლი ჟორჟოლიანი.

პროექტის დონორები არიან: საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი და ახალციხის მუნიციპალიტეტი. პროექტის გენერალური სპონსორია: პე-ეს-პე.

მსგავსი ფესტივალი მესხეთში პირველად გასულ წელს ჩატარდა. შარშან ფესტივალის გამარჯვებული ლაგოდეხის გუნდი გახდა.



[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ლაგოდეხი გახდა
ახალციხეში საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა
ახალციხე საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს
ახალციხე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალისთვის ემზადება
სპორტული ცეკვების ფესტივალი ახალციხეში
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის ორგანიზატორს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ