FM97.5 / LIVE

სპორტული ცეკვების ფესტივალი ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 16.08.2012
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე სპორტული ცეკვების ფესტივალი ჩატარდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მოცეკვავეები მონაწილეობდნენ

სპორტული ცეკვების ფესტივალი ახალციხეში

სპორტული ცეკვების ფესტივალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის ძალისხმევით ჩატარდა. მასში მონაწილოება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ბათუმის, თბილისისა და ახალციხის შვიდმა წამყვანმა სტუდიამ მიიღო.

- „საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაც გვინდა, მაგრამ ადგილის უქონლობის გამო ვერ ვატარებთ. აქ არსებული დარბაზები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება, აუცილებლია სპორტული დარბაზი, რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს“, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სპორტული ცეკვების ფედერაციის თავმჯდომარე ელდარ გელაშვილი.

ფესტივალზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული თასები გადაეცათ. ფესტივალის ყველა მონაწილეს კი წამახალისებელი პრიზები დაურიგდათ.


- „ჩვენმა მოცეკვავეებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს, ერთ-ერთ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილიც მიიღეს და კმაყოფილები დავრჩით დღევანდელი დღით, ეს ღონისძიებაც ძალიან ლამაზად ჩატარდა და მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებს“, - ამბობს აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის თავმჯდომარე ნინო ქავზინაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”სამცხე-ჯავახეთის ფესტივალი 2012” დაიწყო
დღეს სპორტული ფესტივალის მორიგი ღონისძიება გაიმართა
”სამცხე-ჯავახეთის ფესტივალი 2012”
ახალციხემ  ქართული ცეკვების ფესტივალს უმასპინძლა
‘მესხეთი’ ქართული ცეკვების კონკურსზე გრანპრის მფლობელი გახდა
ახალციხის ტბაზე სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს
სპორტული ღონისძიებები 'მესხურ ფესტივალზე' [Photo]