FM97.5 / LIVE

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ლაგოდეხი გახდა

მთავარისაზოგადოება 30.06.2013
საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის ფინალში, პირველ-მეორე ადგილი ლაგოდეხისა და ოზურგეთის გუნდებს, მესამე კი ადიგენის გუნდს ერგო.

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ლაგოდეხი გახდა
ფინალურ მატჩში, რომელიც ახალციხის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა, გამარჯვებისთვის ლაგოდეხის ‘რანი’ და ოზუგერთის ‘მერცხალი’ იბრძოდნენ.

თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა. მონაწილე გუნდებმა ვერც ძირითად და ვერც დამატებით დროში ანგარიშის გახსნა ვერ მოახერეს. საბოლოოდ, ლაგოდეხის ‘რანმა’, ანგარიშით 6:5, ოზურგეთის ‘მერცხალი’ პენალტების სერიით დაამარცხა.

‘ძალიან გვინდოდა მოგება, იმედიც გვქონდა და გაგვიმართლა, ამხელა გზაზე ტყულად რომ არ ჩამოვედით’, -ამბობს ‘რანის’ გუნდის კაპიტანი ვაღა ბერეჩიძე.

მომავალში უკეთ მომზადებას აპირებენ მეორე ადგილზე გასული, ოზურგეთის გუნდის მონაწილეები.

მესხეთის საფეხბურთის საერთაშორისო ფესტივალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდა.

‘ძალიან მნიშვნელოივანია ის, რომ ახალციხემ გაუწია მასპინძლობა ამ ფესტივლს. ეს გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ მომვალ წლებში უფრო მობილიზებულები იქნებიან მაყურებლები. მსგავსი სახის ტურნირებს ჩვენ მხარდაჭერას მომავალშიც აუცილებლად გავუწევთ’, -ამბობს ლევან ყიფიანი.

ფინალში გასულ გუნდებს სიგელები, მედლები და თასი გადაეცათ. გამოვლინდნენ სხვადასხვა საპრიზო ადგილების მფლობელებიც.

‘გამოვავლინეთ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები და მათ საღამოს, ახალციხის ციხეში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე დავაჯილდოვებთ. არის ნომინაცია საუკეთესო მოთამაშე, მაყურებლის სიმპატია და ა.შ. ფესტივალმა შეასრულა ის მიზანი, რასაც ემსახურებოდა, ბევრი ახალგაზრდა ჩართო ჯანსაღი ცხოვრების წესში’, - ამბობს ფესტივალის დირექტორი ირაკლი ქურდაძე.

ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, ფინალური შეხვედრის დაწყებამდე, კიდევ ერთი თამაში გაიმართა.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ადიგენისა და ახალციხის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება, ანგარიშით 2:1, ადიგენის გუნდმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი წელს პირველად გაიმართა. ფესტივალი 27 ივნისს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში, მის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება გაიმართა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს [Video]
მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო
ახალციხეში საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა
ახალციხე საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს
ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის გუნდმა მოიპოვა
ახალციხე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალისთვის ემზადება
სატურნირო ცხრილში ,,მესხეთმა“ მერვე ადგილზე გადაინაცვლა