FM97.5 / LIVE

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის ორგანიზატორს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

მთავარისაზოგადოება 05.06.2014
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე წამახალისებელი გათამაშების მონაწილე ამავე ფესტივალის დირექტორს სასამართლოში უჩივლებს.

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის ორგანიზატორს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
გუშინ, 4 ივნისს, მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის გახსნაზე წამახალისებელ გათამაშებაში, მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ თათენაშვილმა, თურქეთში, ქალაქ ალანიაში, ორკაციანი საგზური მოიგო.

ამავე გათამაშების მონაწილე, მანანა იაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული პრიზის მას ეკუთვნის, რადგან გათამაშებისას პირველად ის ბილეთი ამოიღეს, რომელზეც მისი სახელი და გვარი ეწერა: „ბილეთი რომ ამოიღეს, იმ წუთში სტადიონზე არ ვიყავი, გათამაშებიდან დაახლოებით 2-3 წუთში მივედი და მითხრეს, რომ პრიზი უკვე სხვას გადასცეს“.

იაძის თქმით, ბილეთის გათამაშებისას სტადიონზე იყო მისი 9 წლის შვილი გიორგი გლუნჩაძე: „ბავშვმა ჩემი ნებართვით წაიღო პირადობის მოწმობა და ბილეთი შეავსო. როცა გათამაშდა, მივიდა და უთხრა, რომ მანანა იაძის შვილი იყო, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ამ დროს მეც სტადიონისკენ მივდიოდი, თან ახლობლბი მირეკავდნენ, საგზური მოიგე და სად ხარო“.

იაძემ ვითარების გარკვევა სტადიონზევე სცადა, თუმცა ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორის სახელით გაეცნო, უთხრა, რომ პრიზი მას არ ეკუთვნოდა, რადგან გათამაშებისას სტადიონზე არ იყო.

იგივე განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ მესხეთის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორმა ირაკლი ქურდაძემ. მისი თქმით, წამახალისებელი გათამაშების მიზანი სტადიონზე მაყურებლის მოზიდვა იყო, შესაბამისად, ის ვინც გათამაშებაში გაიმარჯვებდა, სტადიონზე უნდა ყოფილიყო.

„ის, ვისი ბილეთიც გათამაშდა, სტადიონზე არ იყო, სამჯერ გამოვაცხადეთ და რადგან იქ არ აღმოჩნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება პრიზი ხელახლა გაგვეთამაშებინა, - ამბობს ქურდაძე.

კითხვაზე არსებობს თუ არა დოკუმენტი, რომელიც გათამაშების წესებს არეგულირებს, ამბობს, რომ არა, რადგან ეს წამახალისებელი ვიქტორინაა და არა ოფიციალური გათამაშება: „ასეთ გათამაშებებს 100–გვერდიანი დებულებები აქვს. ჩვენთან მსგავსი არაფერი არსებობს. ერთადერთი წესი, რაც არის, ესაა ინსტრუქცია, რომელიც ბილეთზე აწერია, მონაწილე ფიზიკურად სტადიონზე უნდა ყოფილიყო“.

თუმცა ბილეთზე ეს ხაზგასმით მითითებული არ არის: „შეავსეთ ბილეთის ორივე ნაწილი. ჩაწერეთ შესაბამის ველში თქვენი სახელი და გვარი, ქალაქი, პირადი ნომერი, რომელიც მითითებულია თქვენს პირადობის ნომერზე, ბილეთი წარმოადგინეთ ფესტივალის გახსნაზე. ერთი ნაწილი მოახიეთ და დაიტოვეთ თქვენ, ხოლო მეორე ნაწილი მოათავსეთ სტადიონზე განთავსებულ სპეციალურ ყუთში. ფესტივალის გახსნაზე გათამაშდება სხვადასხვა პრიზები! თან იქონიეთ თქვენი პირადობის მოწმობა!“

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე აცხადებს, რომ იაძის უფლებები დაირღვა: „რაღაცით გათამაშების წესები უნდა რეგულირდებოდეს, ამის გარეშე მსჯელობა ძნელია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ამ ადამიანის უფლებები დარღვეულია. თუ არ შეიძლებოდა ისეთი ბილეთის გათამაშება, რომლის მონაწილეც იქ არ იყო, მაშინ რატომ ჩააგდებინეს სხვას და თუ შეიძლებოდა, როცა გამარჯვებულად გამოვლინდა, პრიზი მას რატომ არ გადასცეს?!“

მანანა იაძე აცხადებს, რომ მომხდარს სასამართლოში გაასაჩივრებს.

„მას შეუძლია სამართლებრივად იდავოს, რადგან მისი უფლება აშკარად დარღვეულია“, - აცხადებს ზარიძე.

საფეხბურთო ფესტივალის ორგანიზატორი კი ამბობს, რომ აზრი აღარაფერს აქვს: საგზური ორკაციანია, თუ გამარჯვებული კეთილ ნებას გამოიჩენს და შესთავაზებს მას ერთ ადგილს, ვისი ბილეთიც პირველად ამოვიდა, ეს მისი გადასაწყვეტია. თუ არადა გამარჯვებული ალანაიში ერთი კვირით ოთხვარსკვლავიან სასტუმროში გაემგზავრება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა
მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო
ახალციხე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს [Video]
ახალციხე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალისთვის ემზადება
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ლაგოდეხი გახდა
ახალციხე საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს
საფეხბურთო ფესტივალს 'ფინ სტუდიო'გახსნის