FM97.5 / LIVE

ახალციხეში საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 27.06.2013
16:00 საათზე ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა.

ახალციხეში საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა
სტადიონზე სხვადასხვა ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალში 12 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს. აქედან, რვა გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაა, ორ-ორი კი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

საფეხბურთო ფესტივალს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი ცხოვრება“ მართავს, რომელიც მრავალი წელია სხვადასხვა ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ პროექტებს ახორციელებს.

ამ 12 გუნდიდან, დღეს მხოლოდ ნაწილი ითამაშებს. ცენტრალურ სტადიონზე მატჩები კიდევ ორი დღის განმავლობაში გაიმართება.
ფესტივალის პარალელურად, მიმდინარეობს თეატრალური სანახაობები, თბილისიდან მოწვეული გოგონათა ანსამბლი ასრულებს ცეკვებს, ღონისძიებაში ადგილობრივი სასიმღერო ანსამბლებიც მონაწილეობენ.

თამაშდება სხვადასხვა პრიზებიც. მაყურებლებს აქვთ ავტომობილის მოგების შანსიც.

„აღნიშნული ნომრები ფესტივალს უფრო ეფექტურს გახდის. სტადიონზე სპეციალური ყუთი დგას, სადაც მაყურებელს შესაძლებლობა აქვს მოათავსოს ბილეთი და მოიგოს სხვადასხვა პრიზი“, - ამბობს ფესტივალის დირექტორი ირაკლი ქურდაძე.

მისივე თქმით, ფესტივალის მთავარ მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, მეზობელი სახელმწიფოების დამეგობრება და კონტაქტების გაცვლა.

ახალციხეში საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხბურთო ფესტივალს 'ფინ სტუდიო'გახსნის
ახალციხე მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს [Video]
ახალციხე საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალისთვის ემზადება
ახალციხე საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს
მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის გამარჯვებული ლაგოდეხი გახდა
მესხეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი მიმდინარეობს [Video]