FM97.5 / LIVE

ადიგენში ოჯახის სიმტკიცის დღე აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 17.05.2014
ადიგენში სასულიერო პირებმა და მრევლმა ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს მსვლელობა მოაწყო.

ადიგენში ოჯახის სიმტკიცის დღე აღნიშნეს
ადიგენში, თამარ მეფის სახელობის ტაძარში დღეს დილით ღვთისმშობლის სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. პარაკლისის დასრულების შემდეგ კი ხატებით ხელში სასულიერო პირებმა და მრევლმა ქუჩაში მსვლელობა მოაწყო.

როგორც მამა რევაზი (კაპანაძე) ამბობს, დღეს მათ პატრიარქის კურთხევა შეასრულეს. 17 მაისი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა და ამიტომ ლოცვითა და გალობით ადიგენის ქუჩებს აკურთხებენ.

„ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ღვთისა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა ვერაფრით დაგვაბრკოლონ“, - ამბობს მამა რევაზი.

მსვლელობას შეუერთდა ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი.

„პატრიარქის კურთხევით დღეს მთელ საქართველოში ქუჩები წყლით ეკურთხა, რადგან ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა დაინახონ ქრისტიანობის ძალა, ჩვენ არავის არაფერს არ ვუშლით, ჩვენ სარწმუნეობას ვიცავთ. მავანმა უნდა გაიგოს ქრისტიანობისა და ქართველი ხალხის ძალა“, - აცხადებს კუბლაშვილი.

თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მრევლი ციალა ხარაიშვილი ამბობს, რომ დღეს არაფერს აპროტესტებს, ასე ოჯახის სიწმინდეს იცავს და პატრიარქის კურთხევას უერთდება.

შეგახსენებთ, 17 მაისი, რა დროსაც მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება - საქართველოში "ოჯახის სიმტიკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღედ", საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნტარესმა ილია მეორემ დააწესა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ აღნიშნეს ახალციხეში ოჯახის სიმტკიცის დღე
პატრიარქის კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს
მსვლელობა თბილისში 'ოჯახის სიმტკიცის დღეს' [Photo]