FM97.5 / LIVE

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.05.2019
დღეს, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისში გამართულ აქციას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიიდან მრევლი და სასულიერო პირები შეუერთდებიან.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება
საპატრიარქოს ორგანიზებით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, 17:00 საათზე დაიწყება.

ახალციხიდან მრევლი და სასულიერო პირები უკვე გაემგზავრნენ თბილისში.

„ეს არის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული და ვცდილობთ, ანთებული გულებით მივიდეთ და შევუერთდეთ მხიარულებას“, - ამბობს ივლიტის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზ აბრამიშვილი.

მსვლელობა კონცერტით დასრულდება, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

"აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი",– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე თავისი საერთაშორისო მნიშვნელობით, პირველად 2011 წელს აღინიშნა და მას შემდეგ არცერთ აქციას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. ყველაზე მწვავე, 2013 წელი იყო, როდესაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ თბილისში, პუშკინის სკვერში შეკრებილ ადამიანებს სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა კონტრაქციამ შეკრებასა და მანიფესტაციაში შეუშალა ხელი.

2014 წლის 11 მაისს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე გამოაცხადა, რომ 17 მაისს ეკლესია "ოჯახის სიმტიკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღეს" აღნიშნავს. ამის შემდეგ საპატრიარქო ყოველ წელს ატარებს ხატით მსვლელობებს, მოუწოდებს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და აღნიშნოს “ოჯახის სიმტკიცის დღე”.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა
ახალციხის  ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ აქციას შეუერთდა
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს
როგორ აღნიშნეს ახალციხეში ოჯახის სიმტკიცის დღე
რა ღონისძიებებს გამართავს საპატრიარქო 17 მაისს
ადიგენში ოჯახის სიმტკიცის დღე აღნიშნეს