FM97.5 / LIVE

როგორ აღნიშნეს ახალციხეში ოჯახის სიმტკიცის დღე

მთავარისაზოგადოება 17.05.2014
17 მაისს ახალციხეში სასულიერო პირებმა და მრევლმა ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს.

როგორ აღნიშნეს ახალციხეში ოჯახის სიმტკიცის დღე
დღეს, 12:00 საათზე მართლმადიდებელი მრევლი ახალციხეში, ამაღლების ეკლესიაში შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ეკლესიის წინამძღვარმა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა, მრევლმა ახალციხის ქუჩებში მსვლელობა მოაწყო.

მსვლელობის მონაწილეებმა ხატებითა და ჯვრებით ამაღლების ეკლესიიდან ახალციხის ცენტრალური ქუჩა მოაიარეს. მამაოებმა ქალაქი აკურთხეს. მსვლელობის მონაწილეები ისევ ამაღლების ეკლესიაში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, 17 მაისი, რა დროსაც მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება - საქართველოში "ოჯახის სიმტიკიცის, მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღედ", საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნტარესმა ილია მეორემ დააწესა.

"ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და განჩინება, რომ ყოველი წლის 17 მაისი იყოს ოჯახის სიმტიკიცის, მშობლების პატივისცემის და მოხსენების დღე. ამ დღეს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს: მშობლები და შვილები. ამ დღეს უნდა აღვავლინოთ ლოცვები ერთითა პირითა, გულითა და გონებითა. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა–კურთხევა, რომ 17 მაისის დღის 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყალი ასხურუონ თავის სახლებს, ოჯახებს ქუჩებს და ტაძრებს“, – განაცხადა ილია მეორემ გასულ კვირას, 11 მაისს, საკვირაო ქადაგებაზე.

სავედრებელი პარაკლისი დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში გადაიხადეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ადიგენში ოჯახის სიმტკიცის დღე აღნიშნეს
პატრიარქის კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა
ახალციხის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდა
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს
აწყურის ღვთისმშობლის ხატით საზეიმო მსვლელობა გაიმართება