FM97.5 / LIVE

პატრიარქის კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა

მთავარისაზოგადოება 17.05.2015
გასულ, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. თუმცა, წელს, ამ დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა.

პატრიარქის კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა

ეკლესიამ ჩათვალა, რომ ვინაიდან, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში პირველად შებრძანება აღინიშნება, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებითა და მსახურებებით უნდა აღინიშნოს.

17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2014 წლის 11 მაისს, საკვირაო ქადაგებისას დააწესა. ილია მეორემ სამღვდელოებას მისცა ლოცვა-კურთხევა, 17 მაისს, 12:00 საათზე, ტაძრებში ჩაატარონ პარაკლისი, ნაკურთხი წყლით აკურთხონ ტაძრები, სახლები, ოჯახები და ქუჩები. ოჯახებში ნაკურთხი წყლის პკურების კურთხევა პატრიარქმა საერო პირებსაც მისცა.

გასულ, 2014 წელს, ოჯახის სიმტკიცის დღე ადიგენსა და ახალციხეშიც აღნიშნეს. ახალციხეში მრევლი ამაღლების სახელობის ტაძარში შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ეკლესიის წინამძღვარმა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა, ახალციხის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო. თამარ მეფის სახელობის ტაძარში გადაიხადეს ღვთისმშობლის სამადლობელი პარაკლისი ადიგენში და აქაც, პარაკლისის შემდეგ ხატებით ხელში ქუჩაში მსვლელობა მოეწყო.

მიმდინარე, 2015 წელს, საქართველოს საპატრიარქომ ოჯახის სიმტკიცის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გადადო.

"16-17 მაისს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში პირველად შემობრძანება აღნიშნება, ამიტომ საქართველოს ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებებით აღნიშნოს. ჩვენი სურვილი გაითვალისწინეს შემოქმედებითმა კოლექტივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და 17 მაისისთვის, - ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით", – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს წირვას, გადაიხდის პარაკლისს და წაკითხული იქნება გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ აღნიშნეს ახალციხეში ოჯახის სიმტკიცის დღე
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ადიგენში ოჯახის სიმტკიცის დღე აღნიშნეს
აწყურის ღვთისმშობლის ხატით საზეიმო მსვლელობა გაიმართება
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი თბილისში შეაბრძანეს
13 მაისს  აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში ჩამოაბრძანებენ
მსვლელობა თბილისში 'ოჯახის სიმტკიცის დღეს' [Photo]