FM97.5 / LIVE

ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან

მთავარიეკონომიკა, შემთხვევა 15.05.2014
მწყობრიდან გამოსული გზა, დაზიანებული ორი ხიდი, სარწყავი და სანიაღვრე არხები, სახლები, სარდაფები და ნაკვეთები - ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან;

ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მცხოვრებ თენგიზ მიშველაძეს წყლის ნიაღვარმა კედელი შეუნგრია და სახლი დაუტბორა.

„მეძინა, ძლიერმა ხმაურმა გამაღვიძა, სახლში წყალი მდინარესავით შემოდიოდა“, - ამბობს მიშველაძე.

სამზარეულოს კრამიტი გადახადა ძლიერმა ქარმა მის მეზობლად მცხოვრებ ქიმაძეებთან.

„სახლში წყალი ჩამოვიდა, ზემოდან წვიმდა და ქვემოთ სარდაფი მოვარდნილი ნიაღვარით ივსებოდა, - გვიყვება მიხეილ ქიმაძე და ამატებს, რომ საცხოვრებელ სახლთან ერთად ნაკვეთებიც გაუნადგურდა, - კარტოფილი სულ ზემოთ ამოყარა და სოფლის ბოლოში ჩაიტანა. მიწა ისე ქვასავით გახდა, ახლა იქ ვეღარაფერს დათესავ“.

ეზოს ნაწილი მოგლიჯა ნიაღვარმა გელაშვილებთან.

„წყალი აივანზე დაგუბდა და სახლში არ შესულა. თუკი რაიმე გვქონდა დათესილი ყველაფერი წაიღო“, - ამბობს დათო გელაშვილი.

ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიანღვარცოფმა ეზოს ჯებირი მოარღვია სარიშვილებთანაც. მათ ეზოსთან და ნაკვეთებთან ერთად სტიქიამ სათესლედ ნაყიდი კარტოფილიც გაუფუჭა.

„კილოგრამში 3 ლარი გვქონდა გადახდილი და დათესვა ვერ მოვასწარით“, - ამბობს ზაზა სარიშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზარალის დამდგენი კომისია უკვე შექმნილია. მისი მონაცემებით დაზარალდა სოფლების: ჭელისა და ჭეჭლის, უდის, ფხეროსა და ბოლაჯურის ტერიტორიული ორგანოები. მწყობრიდან გამოვიდა ხუთკილომეტრნახევარი გზა. მოიშალა სოფელ ჭეჭლამდე მისასვლელი და ასევე სოფელ ჭეჭლაში მდებარე ხიდები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გოდერძი სხირტლაძის განცხადებით, ამ დროსითვის ორივე ხიდით სარგებლობა შესაძლებელია, თუმცა შეკეთებას ორივე საჭიროებს: „სილით გაივსო სარწყავი არხი ჭეჭლაში, მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები“.

ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიანრაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, ჯერ აქ მიყენებული ზარალის მასშტაბები დათვლილი არ არის.

„ზოგან მიწაა მოგლეჯილი და 100 პროცენტით განადგურებულია ნათესები, ჯერ არ ვიცით რა ფართობი დაზიანდა ჯამში“, - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ზაქარია ენდელაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯერ არც ის იციან, როგორ გაუმკლავდებიან მიყენებულ ზიანს.

„არ ვიცით ჩვენი ბიუჯეტიდან გამოვყოფთ თანხას თუ გარკვეული სახსრები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოინახება“ - ამბობს ენდელაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდში 50 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა რამდენად შეიძლება აქედან თუნდაც გარკვეული თანხის გამოყოფა რიგი პრობლემების გადასაჭრელად, ჯერ გარკვეული არც ეს არის. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ენდელაძე ამბობს, რომ საბოლოოდ დაჯამებული მონაცემები რეგიონული განვითარების სამინისტროში გადაიგზავნება.

შეგახსენებთ, ადიგენს სტიქიამ 13 მაისს შეუტია. ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ნათესები დატბორა. ნიაღვარს მოყოლილმა ქვა–ღორღმა კი ადიგენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის შემდეგ სტიქიამ ადიგენს შეუტია
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ითვლიან
სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა
ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა
ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია