FM97.5 / LIVE

ვინ შეაკეთებს ახალციხეში კორპუსის გადახდილ სახურავს

მთავარისაზოგადოება 06.07.2014
ახალციხეში N103 კორპუსის სახურავი ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული გამგებლის ზაზა მელიქიძის ფირმის შპს „მელიზას“ გაკეთებულია. მოქმედი გამგებლის მალხაზ ჟუჟუნაძის განცხადებით, სახურავს „მელიზა“ გადახურავს, მელიქიძე კი ჟუჟუნაძის განცხადებას არ ადასტურებს.

ვინ შეაკეთებს ახალციხეში კორპუსის გადახდილ სახურავს
ახალციხეში N103 კორპუსის ეზოში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღდგა ელექტრო ენერგიის მიწოდება.

ადგილზე უკვე იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ჟუჟუნაძე, ასევე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი გიქოშვილი.

ჟუჟუნაძის განცხადებით, გადახდილ სახურავს ის მშენებელი ფირმა გააკეთებს, რომელმაც აქ სამუშაოები 2012 წელს ჩაატარა.

„შპს „მელიზას“ საგარანტიო ვადა მიმდინარე წლის სექტემბრამდე აქვს, ამიტომ იგი ვალდებულია, სახურავი შეაკეთოს. თუ „მელიზა“ მოიწვევს ექსპერტიზას და დაადასტურებს, რომ სახურავი სტიქიის გამო დაზიანდა, მაშინ, ამის შემდეგ შეუძლია დახარჯული თანხის ანაზღაურება მოითხოვოს , - აცხადებს ჟუჟუნაძე და ამატებს, რომ ამის შესახებ შპს „მელიზას“ წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა - 2-3 დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში, სახურავს გადახურავენ“.

მიუხედავად ჟუჟნაძის განცხადებისა, ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ „ჯერ მომხდარზე ვერაფერს იტყვის“.

„მინაძეში ქვა-ღორღი რომ ჩამოწვა ჯერ იქ ვარ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა შპს „მელიზას“ დირექტორმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა გამგებელმა „ქართული ოცნებიდან“ ზაზა მელიქიძემ.

მისმა ფირმამ 2012 წელს „პრეზიდენტის წითელი სახურავი“ ახალციხეში 12 კურპუსში გააკეთა. ის, რომ მისი ფირმის მიერ გაკთებეულ სახურავებს არანაირი დეფექტი არ გააჩნდა, მელიქიძემ გამგეობას მიმდინარე წლის 10 ივნისს წერილობით აცნობა.

ინფრომაცია სახურავების მდგომარეობის შესახებ ყველა მშნებელ ფირმას, ვინც 2012 წელს სახურავები გადახურა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის მაისში, მას შემდეგ მოსთხოვა, რაც ქალაქში სტიქიამ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი მეორედ გადახადა.

ვიდრე კორპუსის სახურავი გადაიხურება მეხუთე სართულზე მცხოვრებლებს წყალი ჩასდით.

„მეხუთე სართულზე ვცხოვრობ, ძლიერი ხმა შემომესმა და გარეთ გამოვედი, მთელი სახურავი ძირს დაეცა. ახლა იმ ადგილებზე სადაც წყალი ჩამოდის ჭურჭელი გვაქვს შედგმული, - ამბობს თენგიზ კაკიაშვილი და ამატებს - მაშინ, როცა სახურავს ხურავდნენ წყალი ჩამოგვდიოდა და დავზარალდით, მაშინ ხმა არ ამოგვიღია, იმედია ყურადღებას ახლა მაინც მოგვაქცევენ“.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ივლისში მთავრობის ფონდიდან გამოყოფილი თანხით გაკეთებულ სახურავებს შორის დღეს, 6 ივლისს, N103 კორპუსის გადახდილი სახურავი რიგით მესამეა.

ვინ შეაკეთებს ახალციხეში კორპუსის გადახდილ სახურავს

ვინ შეაკეთებს ახალციხეში კორპუსის გადახდილ სახურავს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
შეაკეთებს თუ არა კორპუსის გადახდილ სახურავს ახლადარჩეული გამგებლის ფირმა
ახლადარჩეული გამგებლის ფირმას კორპუსის გადახურვის თანხა შესაძლოა გამგეობამ აუნაზღაუროს
ახალციხეში საპრეზიდენტო პროგრამით გადახურული სახურავები შემოწმდება
რატომ გადახადა მეხუთე ე.წ. წითელი სახურავი ქარმა კორპუსს
რატომ დაავალეს მშენებელ კომპანიებს 'პრეზიდენტის წითელი სახურავების' გადამოწმება
ახალციხეში 5 კორპუსის სახურავი გამოიცვლება