FM97.5 / LIVE
სასამართლოს გადაწყვეტილებას და გააგრძელებენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას სამსახურეობრივ გულგრილობაში მსჯავრდებული ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები.">

რას აპირებენ სასამართლოს მიერ გამტყუნებული ადიგენის ყოფილი გამგებელი და მისი მოადგილე

მთავარისამართალი 07.05.2014
გაასაჩივრებენ თუ არა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას და გააგრძელებენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლას სამსახურეობრივ გულგრილობაში მსჯავრდებული ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები.

რას აპირებენ სასამართლოს მიერ გამტყუნებული ადიგენის ყოფილი გამგებელი და მისი მოადგილე
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი აცხადებს, რომ იგი უდანაშაულოა და ამას აუცილებლად დაამტკიცებს: „დამნაშავედ მცნეს ერთ–ერთ ეპიზოდში, სადაც ინტერესთა კონფლიქტს გვედავებოდნენ. კომისიის ყველა წევრი აბსოლუტურად მართალი ვართ, ყველაფერი კანონის დაცვით გავაკეთეთ“.

მოსამართლე გიორგი ლონდარიძის გადაწყვეტილებას პარუნაშვილი ცუდ პრეცენდენტად აფასებს და ამბობს, რომ ასე იგი მართლმსაჯულებას ასამარებს.

ადიგენის ყოფილი გამგებელი, კვლავ გამგებლობისთვის იბრძვის. იგი „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატადაა დასახელებული. პარუნაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მის წინასაარჩევნო კამპანიას ხელს ვერ შეუშლის და გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

„არ ვიცი, მოსამართლის გადაწყვეტილება მოსახლეობაზე რამდენად იმოქმედებს, მაგრამ ეს მე ხელს ვერაფერში შემიშლის“, – ამბობს პარუნაშვილი.

ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ადიგენის მაჟორ დეპუტატად იყრის კენჭს პარუნაშვილის ყოფილი მოადგილე რატი ტატალაშვილიც. მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო: „ვიმედოვნებდი, რომ სასამართლო ამ პირობებშიც კი მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას, მაგრამ სამწუხაროდ შევცდი. მნიშვნელობა არ აქვს ეს ჯარიმაა თუ სხვა რამ, შეიძლება, პირობითად სასჯელის სახედ ერთი ლარი ყოფილიყო შეფარდებული. მთავარია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა“.

მესამე მსჯავრდებულმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯემალ იაკობაძემ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, კომენტარი არ გააკეთა. უკომენტაროდ დატოვა სასამართლოს შენობა პროკურორმა რევაზ მამადაშვილმაც.
სიმონ პარუნაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური კი აცხადებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლო აუცილებლად შეცვლის და მსჯავრდებულებს უდანაშაულოდ ცნობს.

„აბსოლუტურად გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რომ ეს საქმე ასე დამთავრდებოდა“, – აცხადებს გელხაური.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი სსკ–ის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ედებოდათ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გუსლიხმობდა. თუმცა, ახალციხის რაიონული სასამართოს მოსამართლემ გიორგი ლონდარიძემ გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 332–ე მუხლის ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები 342–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სამსახურეობრივ გულგრილობაში დაადანაშაულა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები იძულებით განაცდურის მიღებას სასამართლოს გზით ეცდებიან
რაში გაამტყუნა სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
ადიგენის ყოფილი გამგებელი სასამართლოში ჩივის
პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ყოფილმა გამგებელმა ადიგენის გამგეობას ადმინისტრაციული დავა მოუგო