FM97.5 / LIVE

რაში გაამტყუნა სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი

მთავარისამართალი 07.05.2014
პროკურატურის მიერ არასწორად დაკვალიფიცირებული საქმე თუ მოსამართლის უსამართლო გადაწყვეტილება; რაში დაადანაშაულა მოსამართლემ ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი.

რაში გაამტყუნა სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი სსკ–ის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ედებოდათ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ლონდარიძემ გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 332–ე მუხლის ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო. თუმცა, მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები 342–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სამსახურეობრივ გულგრილობაში დაადანაშაულა.

ლონდარიძემ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო შპს „ადიგენი 2009“–ის ეპიზოდში, რაც ინტერესთა კონფლიქტს გულისხმობდა. უფრო კონკრეტულად, "ადიგენი 2009", რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იმდროინდელი თანამშრომლისა და სატენდერო კომისიის ერთ–ერთი წევრის გელა აღლემაშვილის 100%–იან მფლობელობაში იყო. პროკურატურის მტკიცებით, კომისიის ყველა წევრი ვალდებული იყო განეცხადებინა, რომ აღლემაშვილი ინტერესთა კონფლიქტში იყო და მისი დისკვალიფიკაცია მოეხდინა, მაგრამ არცერთმა მათგანმა ეს არ გააკეთა. შედეგად კი აღლემაშვილმა გამორჩენა 54 ათასი ლარი მიიღო. შეგახსენებთ, ამ საქმეში ერთ–ერთი ბრალდებული გელა აღლემაშვილიც იყო, თუმცა, მან დანაშაული აღიარა და სასამართლომ განრიდება გაუფორმა.


შეგახსენებთ, რომ 9–თვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, დღეს, 7 მაისს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ლონდარიძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს სიმონ პარუნაშვილს, მის ყოფილ მოადგილეს რატი ტატალაშვილსა და გამგეობის ინფრასტრუქუტრის სამსახურის ყოფილ უფროსს ჯემალ იაკობაძეს, სასჯელის სახედ ჯარიმა 3000–3000 ლარი დააკისრა და ერთი წლით სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

„ის, რაშიც პროკურატურა სამივე მათგანს ედავებოდა, მოსამართლემ გაამართლა და საქმე გადააკვალიფიცირა“, – აცხადებს სიმონ პარუნაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგებელს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა
ადიგენის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები იძულებით განაცდურის მიღებას სასამართლოს გზით ეცდებიან
ადიგენის ყოფილი გამგებელი სასამართლოში ჩივის
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
ყოფილმა გამგებელმა ადიგენის გამგეობას ადმინისტრაციული დავა მოუგო
პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა