FM97.5 / LIVE

ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

მთავარისამართალი 24.09.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის საქმე, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, წარმოებაში არ მიიღეს.

ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს სიმონ პარუნაშვილს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა, მისთვის ცნობილია, რომ უზენაესმა პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

სიმონ პარუნაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილებას მიიღებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან განაცდური საათების ანაზღაურებას მოითხოვს, შემდეგ კი ზიანის ანაზღაურების შესახებ იდავებს.

"თვითმმართველობის კოდექსში პირდაპირ წერია, თუ გამამართლებელი განაჩენი დადგა გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ, უნდა აუნაზღაურდეს განაცდური საათი. როგორც მე ვიცი, უნდა შევიტანო განცხადება გამგეობაში, უნდა ჩამირიცხონ თანხა, ხოლო ზიანზე ცალკე უნდა ვიდავო სასამართლოში", – ამბობს სიმონ პარუნაშვილი და ამატებს, რომ განაცდური საათები მისი დაკავებიდან დაახლოებით შვიდ–რვა თვეს გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ პარუნაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი 5 თებერვლას გამოიტანა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი სსკ–ის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ედებოდათ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ლონდარიძემ გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 332–ე მუხლის ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო. თუმცა, მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები 342–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სამსახურეობრივ გულგრილობაში დაადანაშაულა.

ლონდარიძემ საქმეში მყოფი სამივე ბრალდებული: ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი ჯემალ იაკობაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე რატი ტატალაშვილი, 3000–3000 ლარით დააჯარიმა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ადიგენის ყოფილი გამგებელი სასამართლოში ჩივის
ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები იძულებით განაცდურის მიღებას სასამართლოს გზით ეცდებიან
ყოფილმა გამგებელმა ადიგენის გამგეობას ადმინისტრაციული დავა მოუგო
ადიგენის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს
რაში გაამტყუნა სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი