FM97.5 / LIVE

ადიგენის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა

მთავარისამართალი 05.02.2015
სააპელაციო სასამართლომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ადიგენის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
სააპელაციო სასამართლომ განაჩენი დღეს, 5 თებერვალს გამოაცხადა. სასამართლომ ადიგენის მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელი ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ დატოვა.

"დღეს მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს და ამის შემდეგ მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა.შპს "ნამქერისა" და შპს "ადიგენი" 2009-ის" ეპიზოდებში ადიგენის გამგეობის ყველა ყოფილი თანამშრომელი გაამართლეს", - ამბობს ადვოკატი ეკა აბაშიძე.

მისი თქმით, პროკურატურას ამ გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის ერთი თვის ვადა აქვს. გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.

"ჯერ არ ვიცი გავასაჩივრებთ თუ არა", - გვითხრა პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი სსკ–ის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ედებოდათ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ლონდარიძემ გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 332–ე მუხლის ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო. თუმცა, მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლები 342–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სამსახურეობრივ გულგრილობაში დაადანაშაულა.

ლონდარიძემ საქმეში მყოფი სამივე ბრალდებული: ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი ჯემალ იაკობაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე რატი ტატალაშვილი, 3000–3000 ლარით დააჯარიმა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ყოფილი გამგებელი სასამართლოში ჩივის
პროკურატურამ ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები იძულებით განაცდურის მიღებას სასამართლოს გზით ეცდებიან
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
ყოფილმა გამგებელმა ადიგენის გამგეობას ადმინისტრაციული დავა მოუგო
ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს
რაში გაამტყუნა სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი