FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებელს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

მთავარისამართალი 07.05.2014
9-თვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს სიმონ პარუნაშვილს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჯარიმა – 3000 ლარი დააკისრა და ერთი წლით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ადიგენის გამგებელს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ლონდარიძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 7 მაისს, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ საქმეში მყოფი სამივე ბრალდებული: ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი ჯემალ იაკობაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე რატი ტატალაშვილი, გარკვეულ ეპიზოდებში დამნაშავედ ცნო და ჯარიმა 3000–3000 ლარი დააკისრა.

გარდა ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს ერთი წლით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

შეგახსენებთ, სიმონ პარუნაშვილი, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", ადიგენის მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატად დაასახელა. რატი ტატალაშვილი კი საარჩევნო სიაშია.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი გასული წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა.

მასთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალი ედებოდათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ჯემალ იაკობაძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს გელა აღლემაშვილს (რომელთანაც განრიდება გაფორმდა) და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს რატი ტატალაშვილს.

დეტალურად, რა ეპიზოდებში ცნეს სამივე მათგანი დამნაშავეებად და რა ეპიზოდებში გაამართლეს, დეტალებს რამდენიმე წუთში გიამბობთ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ადიგენის გამგებელს განაჩენს გამოუტანენ
ადიგენის ყოფილი გამგებელი სასამართლოში ჩივის
რაში გაამტყუნა სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
ყოფილმა გამგებელმა ადიგენის გამგეობას ადმინისტრაციული დავა მოუგო
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს