FM97.5 / LIVE

ახალციხის სასამართლომ თენგიზ ზედგინიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

მთავარიპოლიტიკა 12.04.2014
ნამდვილად იმსახურებდა თუ არა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი თენგიზ ზედგინიძე გაფრთხილებას, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულომ ხელახლა უნდა შეისწავლოს.

ახალციხის სასამართლომ თენგიზ ზედგინიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
11 აპრილს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომლის თენგიზ ზედგინიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბათილად ცნო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 25 დეკემბრის ბრძანება (N263) ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, თენგიზ ზედგინიძის ნაწილში.

საკრებულოს დაევალა, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს, ანუ, ხელახლა შეისწავლოს თენგიზ ზედგინიძის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;

რაც შეეხება კუთვნილი პრემიის დარიცხვას, სასამართლომ ამ ნაწილში ზედგინიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. რადგან საკრებულომ ზედგინიძის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე ხელახლა უნდა იმსჯელოს, მხოლოდ აღნიშნულის გადაწყვეტის შემდეგ შეუძლია ზედგინიძეს სასამართლოს პრემიის დარიცხვის მოთხოვნით მიმართოს.

შეგახსენებთ, თენგიზ ზედგინიძე სარჩელში ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მის მიმართ გამოცხადებული საყვედურის გაუქმებასა და კუთვნილი პრემიის დარიცხვას ითხოვდა.

ზედგინიძემ, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის 3 თანამშრომელთან ერთად, გაფრთხილება 2013 წლის დეკემბერში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებში ხარვეზებით ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო მიიღო. ამავე მიზეზით მას საახალწლო პრემია არ დაურიცხეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში იბრძვის
ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ახალციხის გამგეობას სასამართლოში უჩივლა
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
იური ჯიმშერაძის სარჩელი საკრებულოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ ვეფხვია ხუციშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა