FM97.5 / LIVE

ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ახალციხის გამგეობას სასამართლოში უჩივლა

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 04.02.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თენგიზ ზედგინიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოში უჩივის.

ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ახალციხის გამგეობას სასამართლოში უჩივლა
ზედგინიძე მის მიმართ გამოცხადებული საყვედურის გაუქმებას და კუთვნილი პრემიის დარიცხვას ითხოვს.

ზედგინიძეს, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის 3 თანამშრომელთან ერთად, საყვედური დეკემბერში გამოუცხადეს. ამბობს, რომ საყვედური 26 დეკემბერს მიიღო, თუმცა ამის შესახებ წერილობით 31 დეკემბერს აცნობეს, მანამდე აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდა.

„31 დეკემბერს ჩამბარდა და ხელიც მოვაწერე, ხელფასი კი მანამდე, 27-28-ში ჩაირიცხა და ისე როგორც სხვა თანამშრომლებმა, მე პრემია ვერ მივიღე. მიზეზი არ ვიცოდი, თან ამასობაში კონკურსიც გავიარე, - ამბობს ზედგინძე და ამატებს, რომ საყვედურის შესახებ საჩივარი სასამარლოში კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა, - ამის შესახებ გამგეობაში ჯერ არ იციან და ამ დრომდე არც სასამართლო პროცესი ჩანიშნულა“.

ზედგინიძეს საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში საბუთები ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოსტზე ჰქონდა შეტანილი. თუმცა, როგორც დღეს, 4 თებერვალს გაირკვა, მას კომისიამ უარი უთხრა და მის ადგილზე გიორგი გიქოშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დაინიშნა.

ზედგინძის თქმით, როგორც ოქმში წერია, მას უარი სწორედ მიღებული საყვედურის გამო ეთქვა: „ოქმში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ თენგიზ ზედგინიძეს 2 საყვედური აქვს და ამის გამო არ ინიშნება. გიქოშვილს კი კარგი ხელმძღვანელის უნარები გააჩნია და აღნიშნულ თანამდებობაზე ამიტომ დაინიშნა“.

ეკონომიკის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მისი ცოდნით კომისია არ დაინტერესებულა: „არაფერი უკითხავთ. მხოლოდ ერთმა ასპინძელმა ქალბატონმა მკითხა რა განათლება მქონდა. ვუპასუხე, რომ სპეციალობით ეკონომისტი და იურისტი ვიყავი. მაშინ, როცა ჩემი სივი წინ ედო და ამის შესახებ თავადაც კარგად იცოდა. ეს იყო და ეს, მითხრეს თავისუფალი ხარო. ამიტომ ვერ ვხვდები ჩემი ცოდნის დონე როგორ შეამოწმეს“.

რაც შეეხება მეორე საყვედურს, როგორც ზედგინიძე ამბობს ის, დეკემბრამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმისნიტრაციული სამსახურის უფროსთან მაკა სამსონიძესთან ერთად მიიღო: „არც მაშინ და არც დეკემბერში მიზეზი და არგუმენტი თუ რატომ გამომიცხადეს საყვედურები, არ ვიცი. „მე ასე მინდა“ - აი ეს იყო საფუძველი. პირველი საყვედური, მას შედეგ რაც გაიგეს, რომ გასაჩივრებას ვაპირებდი, მომხისნეს, მეორე კი, როგორც გითხარით, უკვე გავასაჩივრე“.

„ვიცოდით, რომ სასამართლოში შეიტანდა საჩივარს და საყვედური ამიტომ მოვუხსენით?! როგორ გეკადრებათ! რაღაც დროის გასვლის შემდეგ შენიშვნები გამოასწორა, ის საკთხები მოგვარდა და საყვედური ამიტომ მოეხსნა“, - აცხადებს ახალციხის მუინიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

რაც შეეხება, იმას, რომ ზედგინიძემ მიღებული საყვედურების შესახებ არ იცოდა, ამბობს: „რას ნიშნავს არ იცის?! მაშინ რატომ არ გააპროტესტა, საყვედური როცა მიიღო?! ზედგინიძემაც და სამსონიძემაც გამოცხადებული საყვედურის მიზეზი კარგად იციან. მაშინ ორივე სამსახურის უფროსმა თათბირზე ისეთი საკითხები დასვეს და დაიწყეს კამათი, რაც თათბირისა და გამგებლის ჩარევის გარეშე თავად უნდა მოეგვარებინათ და საქმე არ გაეფუჭებინათ“.

მეორე საყვედური კი თანამშრომლებთან ერთად იმიტომ მიიღო ზედგინიძემ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოები სათანადოდ ვერ განახორციელა: „ჩვენთან მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა დავბრუნდით ბაღებიდან და იქ ბევრი რამ ხარვეზებითაა გაკეთებული“.

რას გადაწყვეტს სასამართლო ზედგინიძის საჩივართან დაკავშირებით, მომვალი გვიჩვენებს, მანამდე კი იგი კონკურსში მისი განაცხადის დაუკმაყოფილებლობის გამო მეორე საჩივარს დაწერს და მას ჯერ საპრეტენზიო კომისიაში შეიტანს: „საპრეტენზიო კომისიის ნაკლებად მჯერა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი ერთ-ერთი წევრი ნუგზარ თამარაშვილი, გიორგი გიქოშვილის ბიძაა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში იბრძვის
ახალციხის სასამართლომ თენგიზ ზედგინიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
რატომ მიიღეს საყვედური გამგებლის წარმომადგენლებმა
ახალციხის თვითმმართველობის საკონკურსო კომისიას წყრუთის რწმუნებულობის პრეტენდენტი უჩივის
რას საყვედურობს ოლეგ სანდროშვილი ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლებს?
უღირსი საქციელისთვის სასტიკი საყვედური სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსს
სასამართლომ  ახალციხის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა შეწყვიტა