FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში იბრძვის

მთავარისამართალი 08.04.2014
გაუქმდება თუ არა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოქმი, რომლის თანახმადაც გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსს საყვედური გამოუცხადეს, 11 აპრილს გახდება ცნობილი,

ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში იბრძვის
8 აპრილს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ზედგინიძის სამოქალაქო ადმინისტრაციული სარჩელი განიხილეს.

ზედგინიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მის მიმართ გამოცხადებული საყვედურის გაუქმებას და კუთვნილი პრემიის დარიცხვას ითხოვს. ზედგინიძეს, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის 3 თანამშრომელთან ერთად, საყვედური 2013 წლის დეკემბერში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებში ხარვეზებით ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო გამოუცხადეს. ამავე მიზეზით მას საახალწლო პრემია არ დაურიცხეს.

სასამართლოს სხდომა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. პროცესზე თენგიზ ზედგინიძემ ვერ უზრუნველყო იმ მოწმეების მიყვანა, რომლებიც ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობენ. ზედგინიძის განმარტებით „მათ თავიანთი ზემდგომების ეშინიათ და ამიტომ არცერთი მათგანი ჩვენების მისაცემად არ მივა“.

როგორც თენგიზ ზედგინიძემ აღნიშნა, მოწმეებმა პროცესზე მიუსვლელობის მიზეზად ის დაასახელეს, რომ სასამართლოდან ოფიციალური მოწვევა არ მიუღიათ. მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ კი განმარტა, რომ იგი მოწმეებს სასამართლო მოწვევებს იმ შემთხვევაში გაუგზავნიდა, თუ წინა სხდომაზე თენგიზ ზედგინიძე სასამართლოს ამის შესახებ აცნობებდა. მსგავსი შუამდგომლობით მოსარჩელეს მოსამართლისთვის არ მიუმართავს.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას, სასამართლო 11 აპრილს 2 საათზე გამოაცხადებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლომ თენგიზ ზედგინიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ახალციხის გამგეობას სასამართლოში უჩივლა
ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
ახალციხის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ მე-19 დღეა ელოდება
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება