FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ მე-19 დღეა ელოდება

მთავარისაზოგადოება 07.02.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 14 იანვარს გაგზავნილ წერილზე პასუხს „სამხრეთის კარიბჭე“ ამ დრომდე ელოდება; რატომ სჭირდება 19 სამუშაო დღეზე მეტი გამგეობას პასუხის დასაბრუნებლად;

ახალციხის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ მე-19 დღეა ელოდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გაგზავნილი ოფიციალური წერილიდან დღეს, 7 თებერვალს, მე-19 დღე შესრულდა. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

ახალციხის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ მე-19 დღეა ელოდება„სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ ითხოვდა ინფორმაციას. კითხვები, აღნიშნული სამუშაოების არასათანადოდ შესრულების გამო დაჯარიმებულ ფირმებსა და იმ თანამშრომლებს ეხებოდათ, რომლებმაც ამის გამო საყვედურები მიიღეს.

6 თებერვალს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განგვიმარტეს, რომ წერილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს თენგიზ ზედგინიძესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსს ავთანდილ თელიაშვილს დაეწერა, თუმცა, ამ დროისთვის არცერთი მათგანი გამგეობაში აღარ მუშაობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მაკა სამსონიძე დაგვპირდა, რომ წერილზე პასუხს მაქსიმუმ 2 დღეში მივიღებთ: „ამ დროისთვის არც ზედგინიძე და არც თელიაშვილი გამგეობაში აღარ მუშაობენ. ამიტომ, პირადად გავაკონტროლებ, რომ წერილზე პასუხი დროულად მიიღოთ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში იბრძვის
რამდენი ლარი გაიცა საახალწლო პრემიისთვის? – ასპინძის გამგეობა ინფორმაციას არ იძლევა
გამგებლის მრჩევლის დაპირებული პასუხი ”სამხრეთის კარიბჭეს”
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსანტები გასაუბრებას გადიან
რატომ შევიდა ახალციხის გამგეობაში პროკურატურა?
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი 15-მა თანამშრომელმა ვერ გაიარა
ახალციხის გამგეობაში 19 პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩა