FM97.5 / LIVE

რა შეიძლება გაკეთდეს ნარკომანიის თავიდან ასაცილებლად

მთავარისაზოგადოება 12.03.2014
როგორ შეიძლება შემცირდეს ნარკომანიის გავრცელება ახალგაზრდებში და რა გზებით უნდა ვებრძოლოთ ნარკომანიას, - ამ საკითხებზე „ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ იმსჯელეს.

რა შეიძლება გაკეთდეს ნარკომანიის თავიდან ასაცილებლად
შეხვედრა ასოციაცია „ტოლერანტის“ ორგანიზებით მოეწყო და მას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები, იურისტები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. „ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ შეიძლება შემცირდეს ნარკომანიის გავრცელება ახალგაზრდებში.

"ბოლო პერიოდში წინ წამოიწია ნარკომანიის დეკრიმინალიზაციის საკითხებმა. ადამიანი რომელიც ნარკოტიკის მომხმარებელია, საზოგადოებამ უნდა გადაარჩინოს, მხოლოდ კანონის გამკაცრება ამას არ უშველის“, - ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

როგორც სტუდენტებმა და მოსწავლეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, პრევენციის მიზნით ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა შეხვედრები უნდა მოეწყოს, რაც ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებულობას. მათი თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სკოლებში თვეში ერთხელ ჩატარებული შეხვედრები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ამ პრობლემაზე იფიქრონ.

„სამცხე-ჯავახეთში ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად არსებობს, თუმცა აუცილებელია თავიდანვე მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ცუხიშვილი.

შეხვედრის მონაწილეებმა რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რა გზებით უნდა ებრძოლოს საზოგადოება ნარკომანიას.

„თვითმმართველობას ვთხოვოთ გამოძებნოს საინტერესო გზა ნარკომანიის წინაღმდეგ ბრძოლისთვის, იქნებ დაფიქრდნენ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ახალგაზრდობა ჩაებას სპორტში და არ დაკავდეს სხვა საქმიანობით. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისევ თვითმმართველობას ვთხოვოთ პატარ-პატარა სოციალური პროგრამები დააფინანსოს, რომელსაც გარკვეული შედეგი ექნება. ასევე გვაქვს რეკომენდაცია, რომ სკოლებში არსებობდნენ ისეთი ადამიანები, მაგალითად ფსიქოლოგები, რომელბსაც თითოეულ ბავშვთან ექნებათ კონტაქტი და ესაუბრებიან ნარკომანიაზე, დანაშაულზე“, - ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ წარმომადგენელი გოჩა ნათენაძე.

შეხვედრა პროექტ „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი ორწლიანია და 2014 წლის ივნისში დასრულდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნარკომანიასთან ბრძოლის დღე აღნიშნეს
ახალციხეში ამნისტიაზე იმსჯელეს
ახალციხეში ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
"ტოლერანტი” ყოფილი პატიმრების გადამზადებას იწყებს
‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]
ახალციხეში ასოციაცია „ქალი და განვითარებამ“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ახალციხეში 1944 წლის ნოემბერი გაიხსენეს