FM97.5 / LIVE

"ტოლერანტი” ყოფილი პატიმრების გადამზადებას იწყებს

მთავარისაზოგადოება 01.02.2013
რეგიონის მასშტაბით 300 სასჯელმოხდილი სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას მიიღებს. 35 მათგანი კი გადამზადდება და დასაქმდება.

"ტოლერანტი” ყოფილი პატიმრების გადამზადებას იწყებს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ”ტოლერანტი” ახალი პროექტს იწყებს, რომლის მიზანი ყოფილი პატიმრებისთვის სოციალურ-ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაა. პროექტის განხროციელება, სახელწოდებით - ”ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა-სამცხე ჯავახეთში” ”ტოლერანტმა” 2012 წლის დეკემბერში დაიწყო, ოფიციალური პრეზენტაცია კი დღეს, ახალციხის ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გამართა.

ასოციაციაში ამბობენ, რომ პროექტი მთელს სამცხე-ჯავახეთს მოიცავს. რეგიონის მასშტაბით 300 პატიმარი სოციალურ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას მიიღებს.

- ”რეგიონში მცხოვრებ ყოფილ პატიმართა შორის შეიქმნება ოთხი სასწავლო ჯგუფი. 35 მათგანი გადამზადდება, შემდეგ კი სურვილისამებრ დასაქმდება”, - განმარტავს ასოციაცია ”ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.

ამ ეტაპზე ორგანიზაციას მხოლოდ 102 ყოფილი პატიმრის მონაცემი აქვს.

მესხიშვილის თქმით, პროექტის მიზანი არამხოლოდ ყოფილი პატიმართა რესოციალიზაცია, არამედ მათი ოჯახების დახმარებაცაა.

”ჩვენ შევეცდებით ამ ოჯახებს გავუწიოთ ფსიქოლოგიური დახმარება, რათა მათ თავიანთი ოჯახის წევრები მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან”, -განაცხადა ცირა მესხიშვილმა.

დღეს გამართულ პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითმმართველობის, ძალოვანი სტრუქტურისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული. პარტნიორი ორგანიზაციები არიან ორგანიზაციათა კავშირი ”ფაროსი” და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. პროექტი წელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
”ტოლერანტის” ანგარიში საზოგადოებას
”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა
„გისოსებს გარეთ“ -  ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთის ყოფილ პატიმრებს ბიზნესის წარმოებას ასწავლიან
‘ტოლერანტი’ შშმ პირების უფლებების დაცვას იწყებს
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო