FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დაიწყეს

მთავარიეკონომიკა 27.02.2014
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში სოფლის კრებების ჩატარება ყველაზე ადრე ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა დაიწყო.

სამცხე-ჯავახეთის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დაიწყეს
25 თებერვალს კრებები უკვე გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დილისკა, პტენა და ჩუნჩხა. 26 თებერვლიდან დაიწყო კრებების ჩატარება ახალციხის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, 27 თებერვლიდან დაიწყეს სოფლების საჭიროებების გამოკვეთა ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში.

წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით, კრებების ჩატარება 7 მარტს უნდა დაასრულონ ადიგენსა და ასპინძაში, 9 მარტამდე გაგრძელდება - ბორჯომში და 10 მარტს დასრულდება სოფლის კრებები რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში: ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

შეგახსენებთ, სოფლის კრებები, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონის ყველა სოფელში უნდა ჩატარდეს. კრებებზე მოსახლეობა იმ პრობლემებს ასახელებს, რისი მოგვარებაც მათთვის პრიორიტეტულია. კრებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფლის რწმუნებულები ესწრებიან.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" მეექვსე წელია მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელსაც, გასული წლის მსგავსად, 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გასულ წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 460 პროექტი დაგეგმა და ამათგან მხოლოდ 5-ის დასრულება ვერ მოესწრო. წელს, რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროგრამაში რამდენიმე სიახლეა, ერთ-ერთი ის, რომ გარდამავალი პროექტები აღარ იქნება.

სამინისტრო მოსხლეობას სოფლის კრებებზე დასწრებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, პროგრამის მონიტორინგში ჩართვას სთხოვს მედიასა და არასამთავრობო სექტორს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში კრებების ჩატარება სრულდება
ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლებში პრიორიტეტები შეარჩიეს
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც 50 მილიონით დაფინანსდება
ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო
ასპინძაში სოფლის კრებების ჩატარება სრულდება
ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]
ახალციხის გამგებელმა რწმუნებულებს სოფლის კრებები დაუწუნა