FM97.5 / LIVE

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც 50 მილიონით დაფინანსდება

მთავარიეკონომიკა 20.02.2014
დღევანდელ, 20 თებერვლის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაამტკიცა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც 50 მილიონით დაფინანსდება
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი პროექტების განსახორციელებლად, გასული წლის მსგავსად, წელსაც 50 მილიონი ლარი გამოიყოფა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, პროექტში რამდენიმე სიახლეა.

კერძოდ: 1. თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას და/ან გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას. რაც შეეხება ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენა, მათი დაფინანსება დაუშვებელია.

2. მიმდინარე წელს გაიზრდება მცირეკომლიანი სოფლების რაც შეანელებს არასასურველ მიგრაციულ პროცესებს.

3. პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულდეს აუცილებლად 2014 წელს.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფლის კრებები, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება ინფორმაცია ამა თუ იმ სოფელში აუცილებლად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ. ნარმანია მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად ჩაერთოს ამ პროცესებში.

ნარმანია, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც სთხოვს, ჩაერთონ პროცესის მონიტორინგში.

შეგახსენებთ, რა იცვლება 2014 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“, როგორ წარმოუდგენია სამინისტროს პროცესის ორგანიზება და რა მიმართულებები იქნება წელს პრიორიტეტი, ამ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთში შეხვედრა 18 თებერვალს გამართეს.

აქვე შეგახსენებთ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს, სამცხე-ჯავახეთში, 3,605,112 ლარით 460 პროექტი დაფინანსდა და ამათგან, 2013 წელს 5-ის დასრულება ვერ მოესწრო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დავით ნარმანია 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' შესახებ პრესკონფერენციას გამართავს
რა იცვლება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“?
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა დაიწყეს
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში  მესხეთში საპროექტო სამუშაოები დაიწყო
'სოფლის პროგრამის' ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 20 მილიონით გაიზრდება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მიმდინარეობას ეცნობა
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 30 პროექტის განხორციელება არ დაწყებულა