FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგებელმა რწმუნებულებს სოფლის კრებები დაუწუნა

მთავარიეკონომიკა 17.03.2015
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტების შერჩევა მიმდინარეობს. თუმცა, ზოგ სოფელში ადგილობრივები კრებებს არ ესწრებიან.

ახალციხის გამგებელმა რწმუნებულებს სოფლის კრებები დაუწუნა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ გამგეობის თათბირზე, რომელიც დღეს, 17 მარტს ჩატარდა, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების ნაწილს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული კრებები დაუწუნა და აღნიშნა, რომ კრებას მოსახლეობა არ ესწრებოდა.

„შეხვედრები დაიგეგმა სამუშაო საათებში და მოსახლეობის ნაწილი არ ესწრებოდა. ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ რწმუნებულებს, მოსახლეობასთან ითანამშრომლონ და შეარჩიონ ისეთი დრო, რომელიც მათთვისაც ხელსაყრელი იქნება. პრიორიტეტის შერჩევის დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის უმრავლესობის აზრი“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში 650 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც თითოეულ სოფელზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.

ახალციხის გამგებელმა რწმუნებულებს სოფლის კრებები დაუწუნა

„მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში ჩავატარეთ კრება, მაგრამ არის სოფლები, სადაც ჯერ არ შეურჩევიათ პრიორიტეტი და ჩამოყალიბების პროცესში არიან. ამ სოფლებში მეორედ ჩავატარებთ კრებას“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ბალახაშვილი.

მისივე თქმით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახელებული პრიორიტეტები წელსაც უცვლელია. მოსახლეობა სასმელი წყლის როგორც ხარისხის, ასევე რაოდენობის გაუმჯობესებას ითხოვს.

„ასევეა გზების მოხრეშვაც, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მცირე თანხებია და ვცდილობთ, რომ გზები ჩვენი თანხებით გავაკეთოთ. პრიორიტეტებში გამოიკვეთა კლუბებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია“, – ამბობს ბალახაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სოფელში კრება მეორედ უნდა ჩატარდეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ პრიორიტეტებს დროულად შეარჩევენ.

„ვადა განსაზღვრული არ არის, მაგრამ ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მოსახლეობამ დროულად შეარჩიოს პრიორიტეტები, სწრაფად დამთავრდეს პროცედურები. პრიორიტეტების შესწავლის შემდეგ უკვე მიდის საპროექტო სამუშაოები, მშენებელი კომპანიების შერჩევა და არ გვინდა, რომ ეს პროცედურა ძალიან გაიწელოს“, – განმარტავს გამგებელი.

ახალციხის გამგებელმა რწმუნებულებს სოფლის კრებები დაუწუნა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტებს ირჩევენ
ბორჯომში 'სოფლის პროგრამის' ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დასრულდა [R]
სოფლები ახალ პრიორიტეტებს შეარჩევენ
ბორჯომში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
რატომ მიიღეს საყვედური გამგებლის წარმომადგენლებმა
ახალციხის გამგეობაში საკრებულოს დეპუტატებს საყვედურობენ
რა თანხები ერგებათ ახალციხის სოფლებს ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან’