FM97.5 / LIVE

ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება

მთავარიეკონომიკა 13.07.2012
ქალაქ ვალეს ყოფილი საავადმყოფოს შენობა იყიდება; როდის გაიტანენ შენობას აუქციონზე, ჯერ უცნობია, თუმცა მედპერსონალისთვის ალტერნატიულ ფართს უკვე ეძებენ.

ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება

შენობაში ამჟამად მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა და უბნის სამი ექიმი და ამდენივე ექთანი მუშაობს. ყველა მათგანი ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დაქვემდებარებაშია.

იმის შესახებ, რომ შენობის დატოვება მოუწევთ, თანამშრომლებმა იციან, თუმცა როდის უნდა დაცალონ შენობა, ან სად გააგრძელებენ მუშაობას, ვერ აკონკრეტებენ.

- ”ამბობენ, ეს შენობა აუქციონზე უნდა გაიყიდოსო, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ჩვენს გარდა ამ შენობაში უბნის ექიმებიც არიან. სავარაუდოდ, ყოფილი პოლიციის შენობაში გამოინახა თავისუფალი ოთახები და იქ გადაგვიყვანენ. არის საუბარი სახანძროს შენობაზეც. სად და როგორ მოხდება ჩვენი სამსახურის გადასვლა, ვერ გეტყვით“, -ამბობს სასწრაფოს მედდა მარინა კაკაჩიშვილი.

ვალეს ყოფილი საავადმყოფოს გაყიდვის თაობაზე, ვალეს ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებუმა გელა გოზალიშვილმა, ორშაბათს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირზე განაცხადა.

რატომ იყიდება ყოფილი საავადმყოფოს შენობა და რა ბედი ეწევა იქ მომუშავე მედ-პერსონალს, ”სამხრეთის კარიბჭე” დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

[თინათინ ზაზაძე, ვალე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება
რა განთავსდება ყოფილი ინფექციური განყოფილების შენობაში
ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შენობა აშენდება

მერიის შენობა ინვესტორს ელოდება
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა აქვს
ყოფილი ადმინისტრაციული შენობა ერთ ლარად გასხვისდა