FM97.5 / LIVE

ინფექციური საავადმყოფოს ოთხი ახალი პაციენტიდან ერთის წყარო ჯერ უცნობია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 02.04.2020
თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან კლინიკაში 36 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო ოთხი ახალი შემთხვევიდან კი, ერთის წყარო ამ დროისთვის უცნობია.

ინფექციური საავადმყოფოს ოთხი ახალი პაციენტიდან ერთის წყარო ჯერ უცნობია

„ერთი სომხეთიდან არის შემოსული, ხოლო ორი არის საფრანგეთიდან, როგორც ჩემთვის ცნობილია. მეოთხეს წყარო ჯერჯერობით ბოლომდე არ არის მოძიებული, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

მისივე თქმით, ახალი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის და მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ.

„ჩვენთან შემოვიდა ოთხი ახალი შემთხვევა ერთ-ერთი ბავშვი ბათუმიდან, მშობელთან ერთად. მშობელს ჯერ დადასტურებული არ აქვს, მაგრამ ალბათ მასაც დაუდასტურდება. ჯერჯერობით შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. დღეს ჩატარდება გაფართოვებული კვლევებით და პაციენტის მდგომარეობის შეჯერებით შეფასდება სიტუაცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 36 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო 22 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

საქართველოში, 2 აპრილის 11:30 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული, 26 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 5 550 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 281.

ცნობისთვის საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის დაფიქსირებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცალების ფაქტი არ ფიქსირდება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა
'4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება' – მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტს პნევმონია აქვს, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია