FM97.5 / LIVE

რას ჰყვებიან მუშები ადიგენის გამგებლის სასამართლო პროცესზე

მთავარისამართალი 12.02.2014
მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სოფელ ბოლაჯურში გარე განათების გასაკეთებლად მეორადი ბოძები გამოიყენეს. რას ჰყვებიან მოწმის სახით დაკითხული მუშები ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე;

რას ჰყვებიან მუშები ადიგენის გამგებლის სასამართლო პროცესზე
დღეს, 12 თებერვალს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე ხუთი მოწმე, ერთი ექსპერტი და ოთხი მუშა დაიკითხა. თუმცა, მანამდე სანამ პირველ მოწმეს დარბაზში გამოიძახებდნენ, პროკურორმა რევაზ მამადაშვილმა მოწმეების ამორიცხვის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ბრალდების მხარემ რვა დასაკითხი მოწმე შეკვეცა.

პირველი ინჟინერ-ექსპერტი უჩა ხაჩიური დაიკითხა. მან შპს „ნამქერის“ მიერ სოფელ ბოლაჯურში გაკეთებული გარე განათების შესახებ დასკვნა დაწერა. მისი თქმით, საინჟინრო ექსპერტიზის თანახმად, სატენდერო ხარჯთაღრიცხვასა და ფორმა 2-ის მონაცემებს შორის სხვაობა 4,729 ლარი იყო.

დაცვის მხარის კითხვაზე - ტენდერში პრეტენდენტმა ნაკლები თანხით გაიმარჯვა და არც გადარიცხვისას ჩაურიცხავს მისთვის გამგეობას მეტი, ამიტომ, საინტერესოა, რა ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს, ხაჩიურმა უპასუხა: „ეს ჩემი კომპეტენცია არაა, სუბიექტური აზრის დაფიქსირებისგან კი თავს შევიკავებ“.

ხაჩიურის შემდეგ დარბაზში მუშები დაიკითხნენ. სტეფანე გაბოშვილმა, პროკურორის დასმულ კითხვაზე, ბოლაჯურში დასაყენებელი გარე განათების ბოძები შპს „ნამქერმა“ საიდან მოიტანა, უპასუხა, რომ თბილისიდან. მისივე თქმით, ყველა ბოძი ახალი იყო.

„თუ თანახმა იქნებით, წინასწარ გამოძიებაში თქვენ მიცემულ ჩვენებას წავიკითხავ“, - მიმართა მოწმეს პროკურორმა, თუმცა მოწმის თანხმობის მიღების შემდეგ, ჩვენების გამოქვეყნება გადაიფიქრა და თქვა: „გამოქვეყნებისგან თავს შევიკავებ, მოგვიანებით შევხვდებით“.

დაცვის მხარემ, პროკურორის განცხადებას მუქარა უწოდა, პროკურორმა კი ღიმილით უპასუხა: „პატივი გეცით, არ გამოვაქვეყნე“.

მესამე მოწმემ, მუშა ზურაბ გაბუნიამ განაცხადა, რომ იგი შპს „ნამქერის“ ხელმძღვანელის ანტონ მერაბიშვილის დავალებით მილებს „აღობილიდან“, გზიდან იღებდა, თუმცა, შემდეგ რაში იყენებდნენ ამ მილებს, არ იცის.

„მილებს სპეციალური არხიდან ვიღებდით, სხვადასხვა ზომებად ვჭრიდით, ურალზე ვტვირთავდით ხელით. ამ მილებს გარე განათებისთვის იყენებდნენ“, - განაცხადა სასამართლო დარბაზში მეოთხე მოწმემ ავთანდილ მამულაშვილმა და დაამატა, რომ ეს მილები მას სწორედ ბოლაჯურში გაატანეს.

მისივე თქმით, ძველი ბოძები უკეთესი ხარისხისაა: „სქელი და გამძლეა, ახლები ქაღალდის ფურცელივითაა“.

მილებს რომ სპეციალური თხრილიდან იღებდა, ეს სასამართლო დარბაზში მეხუთე მოწმემ, მუშამ ვაჟა აბუალძემაც დაადასტურა: „ამ ტრუბებით განათების ბოძებს ვამზადებდით“.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკთხვა დასრულდა. მომავალ პროცესზე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, შემდეგ კი მხარეები დასკვნით სიტყვას წაიკითხავენ.

მომავალი სასამართლო პროცესი 19 თებერვალს 15: 00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, სიმონ პარუნაშვილი მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. მასთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალი ედებათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ჯემალ იაკობაძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს გელა აღლემაშვილსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს რატი ტატალაშვილს. სიმონ პარუნაშვილის გარდა, დანაშაულს ყველა ბრალდებული აღიარებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
რას ამბობენ ბრალდების მხარის მოწმეები ადიგენის გამგებლის საქმეზე
ადიგენის  ყოფილი გამგებლის „საქმის ავტორის“ ორსაათიანი დაკითხვა
დღეს ადიგენის გამგებელს განაჩენს გამოუტანენ
დარჩიაშვილი: 'ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო'