FM97.5 / LIVE

დარჩიაშვილი: 'ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო'

მთავარისამართალი 12.11.2013
სასამართლო პროცესზე დაკითხული ერთი მოწმე და დაცვის მხარის პროტესტი; დღეს, 12 ნოემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დარჩიაშვილი: 'ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო'
ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესს დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის დეპუტატთან, ზურაბ ჩილინგარაშვილთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვამდე პროკურორმა შუამდგომლობა დააყენა, მან დღეს დასაკითხი მოწმის, სპარტაკ მაჭარაშვილის დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულ გელა აღლემაშვილის დაკითხვა ითხოვა. რასაც დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა. ადვოკატების განცხადებით, აღლემაშვილი საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა, საქმეში სხვა ახალი გარემოება პროკურორს არ წარმოუდგენია, ამიტომ აღლემაშვილის კიდევ ერთხელ დაკითხვა დაუშვებელია.

მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა, მანამდე სანამ მოწმეს დარბაზში გამოიძახებდნენ, დაცვის მხარემ ბრალდების მხარე პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. მიზეზი, პროკურორის მიერ წარმოდგენილი 28 მოწმიდან, პროცესზე დასაკითხად მხოლოდ ერთი მოწმის წარმოდგენა იყო.

„უამრავი მოწმეა დასაკითხი, თუ თავად ვერ უზრუნველყოფს მათ მოყვანას პროცესზე, მაშინ ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენ მოწმეებს“, - განაცხადა სიმონ პარუნაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

მას დაეთანხმა რატი ტატალაშვილის ადვოკატი ივანე ტატალაშვილი: „ბრალდებულები სამსახურიდან დათხოვილები არიან, ჯერ ვერსად მუშაობენ. ამას, სხვანაირად, საბოტაჟი ჰქვია“.

მოწმე სპარტაკ მაჭარაშვილი, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სპეციალისტი და სატენდერო კომისიის აპარატის წევრი იყო, დაახლოებთ ნახევარი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

მას ბრალდების მხარემ კითხვები შპს „ნამქერის“ მიერ გაკეთებული გარე განათების ბოძების შესახებ დაუსვა.

მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეში მექანიკური შეცდომა იქნა დაშვებული, 49 ბოძის ნაცვლად 149 იყო მითითებული, თუმცა, ეს საქაღალდო დოკუმენტაციაში გელა აღლემაშვილთან ერთად შეასწორა ისე, რომ ამის შესახებ მათ კომისიის სხვა წევრებისთვის არ უცნობებიათ.

„მექანიკური შეცდომა იყო“, - განაცხადა მან და დაამატა, რომ აღნიშნული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტს ხელი გამგებელმა სიმონ პარუნაშვილმა მოაწერა.

„მაპატიეთ,თუ მთლად კორექტული ვერ ვიქნები, მაგრამ, ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო“, - განაცხადა სასამართლო პროცესის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ტენდერში ერთადერთმა განმცხადებელმა გაიმარჯვა, იმისთვის, რომ სოფელში გარე განათების ბოძები დაეყენებინა, დაუშვეს მექანიკური შეცდომა და ეს რიგითმა მოხელემ ისე შეასწორა, რომ ამის შესახებ არავის არაფერი გააგებინა.

„ეს ადამიანი მოწმის სახით იკითხება და გამგებელს სდებენ ბრალს, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს არის პაროდია, იმ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკისა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც მიმართული იყო სერიოზული კორუფციის წინააღმდეგ. იმიტომ იყო ასეთი ბევრი საქმეები და პატიმრების რადენობაც იზრდებოდა, რომ დანაშაული აღმოფხვრილიყო ქვეყანაში. გადაცდომებსაც არ გამოვრიცხავ“.

სიმონ პარუნაშვილის მომავალი სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სერგო რატიანი: „ადიგენის ყოფილ გამგებელზე ზეწოლა ხორციელდება“
უსუსური ბრალდებები ადიგენის ყოფილი გამგებლის მიმართ?
რას ჰყვებიან მუშები ადიგენის გამგებლის სასამართლო პროცესზე
ადიგენის ყოფილი გამგებლის დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ
ადიგენის გამგებლის საქმეს ერთი ბრალდებული გამოაკლდა
რატომ არ წაიკითხა პროკურორმა საბოლოო სიტყვა ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე?
რას ამბობენ მოწმეები ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე