FM97.5 / LIVE

რას ამბობენ ბრალდების მხარის მოწმეები ადიგენის გამგებლის საქმეზე

მთავარისამართალი 26.11.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრები, რომლებმაც შესრულებულ სამუშაოზე დასკვნა ისე დაწერეს, რომ ვერ მიხდვნენ, გარე განათება მეორადი ბოძებით იყო თუ არა გაკეთებული;

რას ამბობენ ბრალდების მხარის მოწმეები ადიგენის გამგებლის საქმეზე
26 ნოემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. ოთხივე მათგანი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის წევრები იყვნენ: მაკა მაჭარაშვილი, ბადრი თათოშვილი, გურამ ბოჩიკაშვილი და დავით ნამგლაძე. ოთხივე მათგანი ბრალდებისა და დაცვის მხარის შეკითხვებს შპს „ნამქერის“ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით პასუხობდა.

შეგახსენებთ, რომ „ნამქერის“ საქმე 2012 წლის 7 ივნისს ჩატარებულ ტენდერს ეხება, რომლის მიხედვითაც დაბა ადიგენსა და 7 სოფელში გარე განათება გაკეთდა. ამისთვის აღნიშნულ კომპანიას 54 700 ლარამდე გადაერიცხა. ბრალდების მხარის მტკიცებით, „ნამქერს“ ბოძების რაოდენობა შეცდომით, 49-ის ნაცვლად 149 ჰქონდა დაფიქსირებული. ასევე „ნამქერმა“ გარე განათებისთვის არა თუ ახალი, არამედ მეორადი ბოძები გამოიყენა. ბრალდების მხარის მტკიცებულებებშივე გამოირკვა, რომ გამგეობაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი მოგვიანებით შეცვალეს.

ინსპექტირების ჯგუფის წევრები, რომლებსაც შესრულებული სამუშაოს ჩაბარება და შესაბამისი დასკვნის დაწერა ევალებათ, აცხადებენ, რომ ხარჯთაღრიცხვა და ფორმა 2, რომელსაც დასკვნის დაწერისას ერთმანეთს ადარებენ, შესაბამისობაში მოდიოდა. მეორე ხარჯთაღრიცხვის არსებობის შესახებ კი მათ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

მოწმეების განცხადებით, მათ ვერც ის შენიშნეს დასრულებული სამუშაოს შემოწმებისას, რომ განათება მეორადი ბოძებით იყო გაკეთებული.
„როცა მივედით, ბოძები ახალი გადაღებილი იყო, თან ბევრჯერ მინახავს, რომ ანტონ მერაბიშვილი (ვინც სამუშაო შეასრულა) ეზოში ახალ მილებს ადუღებდა, ამიტომ ეჭვი არ გამჩენია“, - ამბობს ერთ-ერთი მოწმე ბადრი თათოშვილი.

იგივე განაცხადა სასამართლო პროცესზე მოწმე გურამ ბოჩიკაშვილმაც. მან მოსამართლის დასმულ კითხვას, მიადგა თუ არა ამის გამო რაიმეს ზიანი, უპასუხა, რომ არა: „პირიქით, ძველი მილები გაცილებით სქელი და გამძლეა“.

„თუ ასეა, მაშინ ჩაგედოთ სატენდერო მოთხოვნაში, რომ განათება აღობილში მოჭრილი, ძველი ბოძებით გაეკეთებინათ“, - დაუბრუნა კითხვა მოსამართლემ.

„ეგ მე არ მეხება“, - უპასუხა ბოჩიკაშვილმა.

26 ნოემბერს სასამართლო პროცესი დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. მომავალი სხდომა 6 დეკემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ამბობენ მოწმეები ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე
რას ჰყვებიან მუშები ადიგენის გამგებლის სასამართლო პროცესზე
დარჩიაშვილი: 'ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო'
რატომ არ გამოცხადდნენ ბრალდების მხარის მოწმეები ახალციხის გამგებლის სასამართლო პროცესზე
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე ისევ ერთი მოწმე დაიკითხა
პროკურორის საბოლოო სიტყვა ადიგენის გამგებლის საქმეზე