FM97.5 / LIVE

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგები

მთავარიეკონომიკა 10.02.2014
როგორ განხორციელდა 2013 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ სამცხე-ჯავახეთში; რა იყო მთავარი პრიორიტეტი და რა ახალმა პროექტებმა იჩინა თავი. სად ვერ დასრულდა პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები და რატომ გადავიდა პროექტების ნაწილი გარდამავალ პროექტებში.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგები
როგორ გადანაწილდა პრიორიტეტები სამცხე-ჯავახეთში

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2013 წელს, 3,605,112 ლარი გამოიყო.

ამ თანხით რეგიონში ჯამში 460 პროექტი განხორციელდა. გასული წლების მსგავსად, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში პრიორიტეტი ამჯერადაც რიტუალების სახლის რეაბილიტაცია/ინვენტარით აღჭურვა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და შიდა გზების მოწესრიგება იყო. მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონში დაგეგმილი 460 პროექტიდან, დასასრულებელი მხოლოდ 5 პროექტი დარჩა.

ერთეულად, მაგრამ, მაინც წელს განხორციელდა ისეთი პროექტებიც, როგორიცაა სარწყავი არხების მოწესრიგება. ახალციხესა და ახალქალაქში სჭარბობდა პროექტები კულტურის სახლებისთვის. ახალქალაქში თვალშისაცემი იყო სპოტრული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განხორციელებული პროექტები. სპორტს ყურადღება დაუთმეს ნინოწმინდაშიც.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებიზოგ მუნიციპალიტეტში პროგრამის თანხით ეკლესიების ეზოები შემოიღობა, გარემონტდა ბაღები და ამბულატორიები. იყო პროექტები ხიდების რეაბილიტაციაზე, გარე განათების დამონტაჟებაზე, წისქვილის კეთილმოწყობასა და მინი-სტადიონების მოწყობაზე. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მაგალითად, საპირფარეშო და ავტომოსაცდელი მოაწყეს. მოსაცდელები სხვა მუნიციპალიტეტებშიც გვხვდება. თუმცა, ყველა ასეთი პროექტი მუნციპალიტეტებში თითზე ჩამოსათვლელად იყო.

ადიგენში სამი პროექტი ვერ დასრულდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2013 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის 556,428 ლარი იყო გათვალისწინებული. ამ თანხით, მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ორგანოში, 56 დასახლებულ პუნქტში, 110 პროექტი განხორციელდა.

გასული წლის დასაწყისში დაგეგმილი პროექტებიდან უმეტესობა წლის ბოლომდე დასრულდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ გარკვეული მიზეზების გამო მხოლოდ სამი პროექტი ვერ დაასრულეს.

ორ სოფელში: ზედუბანსა და ჭეჭლაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტები იმის გამო ვერ დასრულდა, რომ მოსახლეობამ წლის დასაწყისში დასახელებული პრიორიტეტები შეცვალა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ბალახაშვილის თქმით, სოფელ ჭეჭლაში მოსახლეობამ სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია დაასახელა, თუმცა მოგვიანებით რიტუალების სახლის რეაბილიტაციით შეცვალეს. აღნიშნული პროექტისთვის 911 ლარი იყო გათვალისწინებული.

პრიორიტეტი შეიცვალა ზედუბანშიც, სადაც ასევე სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი.

„აღნიშნული პროექტისთვის 545 ლარი იყო გამოყოფილი. მაგრამ მოგვიანებით მოსახლეობამ პრიორიტეტი შეცვალა, რის გამოც დროულად ვერ დამტკიცდა პროექტი და სამუშაოებიც ამიტომ ვერ დასრულდა“, - განმარტავს არსენ ბალახაშვილი.

რაც შეეხება მესამე პროექტს, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში იყო დაგეგმილი და 2013 წელს ვერ დასრულდა, სოფელ კიკიბოში წისქვილის რეგისტრაციასა და გამრიცხველიანებას ითვალისწინებდა. როგორც არსენ ბალახაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში აცხადებს, აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ამიტომ ჯერ მუნიციპალიტეტის ბალანსზე უნდა გადმოვიდეს და ამის შემდგომ დაიწყება სამუშაოები.

„1200 ლარიანი პროექტია, წისქვილის გამრიცხველიანებას ეხება. აქ საუბარია სამ ფაზაზე. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი უნდა წარუდგინოთ „ენერგო პრო ჯორჯიას“. წელს გავაკეთებთ მოთხოვნას აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადმოცემაზე და როგორც კი გადმოგვეცემა, სამუშაოები დაიწყება“, - განმარტავს ბალახაშვილი.

ახალციხეში დასასრულებელი ერთი პროექტი დარჩა

„სოფლის მხრდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის 2013 წელს 664,617 ლარი იყო გამოყოფილი. ამ თანხით ახალციხის მუნიციპალიტეტის 15 ტერიტორიულ ორგნოში, 47 დასახლებულ პუნქტში, 66 პროექტი დაიგეგმა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შორის აგარა ერთადერთი სოფელია, სადაც პროექტი 2013 წელს ვერ დასრულდა. 2013 წლის 18 ნოემბრის N1579 საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოსაწყობად 9,947 ლარია გათვალისწინებული.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში წერია, რომ ცივი ზამთრისა და ძლიერი ყინვების გამო აღნიშნული სამუშაოები ვერ განხორციელდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სოფელ აგარაში მოსახლეობამ პრიორიტეტი შეცვალა, რის გამოც სამუშაოები გვიან დაიწყო და წლის ბოლომდე ვერ დასრულდა. ადგილობრივებმა ჯერ წყლის საქაჩის გაკეთება გადაწყვიტეს, თუმცა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს და პრიორიტეტად სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა დაასახელეს.

„როგორც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გამგეობის თათბირზე თქვა, ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, მხოლოდ რაღაც დეტალებია დარჩენილი. აღნიშნული სამუშაოები გაზაფხულიდან განახლდება“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მანუჩარ გოგოლაური.

ნინოწმინდაში გარადამავალ პროექტებში ერთი პროექტი მოხვდა

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ჯამში 559,097 ლარი ერგო. ამ თანხით მუნიციპალიტეტის 8 ტერიტორიულ ორგანოში, 39 დასახლებულ პუნქტში, 48 პროექტი დაიგეგმა.

როგორც ნინოწმინდის საკრებულოში გვიხსნიან, დაგეგმილი პროექტებდან ნინოწმინდაში 2013 წელს მხოლოდ ერთი პროექტის დასრულება ვერ მოესწრო. სოფლებში თორიასა და უჩმანაში, პროექტის დასრულებას ხელი კლიმატურმა პირობებმა შეუშალა.

„მოგეხსენებათ ჩვენთან მკაცრი ზამთარია. ნაადრევმა თოვლმა შეგვიშალა ხელი. პროექტი შეჩერებულია, როგორც კი გამოიამინდებს სამუშაოები გაგრძელდება და მაისის ბოლოს დასრულდება კიდეც“, - გვიხსნიან საკრებულოში.

ასპინძაში, ბორჯომსა და ახალქალაქში ყველა პროექტი დასრულდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის 2013 წელს 283,951 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით ასპინძის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ორგანოში, 23 დასახლებულ პუნქტში, 35 პროექტი განხორციელდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა პროექტი 2013 წელსვე დასრულდა.
„გარდამავალი პროექტები არ გვქონია. იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც შემოდგომითე ჯერ არ იყო დამთვარებული, მაგრამ საბოლოოდ, 2013 წელს, ყველა დაგეგმილი სამუშაო შესრულდა“, - ამბობს პაპაშვილი.

არცერთი პროექტი არ დარჩენილა შეუსრულებელი ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც. 2013 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბორჯომს 419,901 ლარი ერგო. აღნიშნული თანხით ბორჯომის მუნიციპალიტეტის 11 ტერიტორიულ ორგანოში, 33 დასახლებულ პუნქტში, 48 პროექტი განხორციელდა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, ყველა დაგეგმილი პროექტი გასული, 2013 წლის ბოლომდე დასრულდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის 2013 წელს 1,121,118 ლარი იყო გამოყოფილი. ამ თანხით მუნიციპალიტეტის 21 ტერიტორიულ ორგანოში, 64 დასახლებულ პუნტქში, 153 პროექტი დაიგეგმა. როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი გვიხსნის, ახალქალაქში ყველა დაგეგმილი პროექტი დასრულდა.

[თამარ თოთაძე, ნინო ნარიმანიშვილი, სამცხე-ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები არ შეცვლილა
რიტუალები და სასმელი წყალი – ბორჯომში ‘სოფლის მხარდაჭერა’ ახალ ეტაპზე გადადის
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
ახალქალაქში 2013 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა
ადიგენის სოფლებში პრიორიტეტები რამდენჯერმე შეცვალეს
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 30 პროექტის განხორციელება არ დაწყებულა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა