
ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში 283,951 ლარია გამოყოფილი. 14 ტერიტორიულ ორგანოში 35 პროექტი განხორციელდება. საპროექტო სამუშაოებზე ორი ინდივიდულური მეწარმე: ვახტანგ ლონდარიძე და მაია შველიძე მუშაობდნენ. ამათგან, შველიძემ სამუშაო დათქმულ ვადაში დაასრულა. ლონდარიძემ კი 10 დღით დააგვიანა.
„სამწუხაროდ ვადა გამივიდა და ჯარიმებზე ვიყავი გადასული. დღეს დავასრულე და მივიტანე . ყოველ გადაცილებულ დღეზე თანხის 0,1 პროცენტი უნდა გადავიხადო, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხას არ ჩამირიცხავენ“, - ამბობს ვახტანგ ლონდარიძე.
იმ სოფლებში, რომლის საპროექტო სამუშაოებიც ვადაში დასრულდა, უკვე პროექტების განხორციელება დაიწყეს.
„ნაწილი პროექტების განხორციელება დაიწყო. სოფელ რუსთავში წყლის სატუმბი სადგურის მშენებლობა უკვე დასრულებულია“, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტში შემდეგი პროექტები განხორციელდება:
•სოფელ ივერიაში სასმელი წყლისთვის ფილტრის მშენებლობა იგეგმება, რომლისთვისაც 9.708 ლარია გამოყოფილი.
•სოფელი აწყვიტა - სასმელი წყლის დებეტის დამატება, 11.849 ლარი; რიტუალების სახლთან საპირფარეშოს მშენებლობა - 5.000 ლარი.
•სოფელი დამალა - შიდა გზაბის რეაბილიტაცია, - 35. 036 ლარი; სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია - 2.000 ლარი.
•სოფელი ვარგავი - სოფელ თოკიდან სოფელ ვარგავამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა - 5. 586 ლარი.
•სოფელი თოკი - სოფელში მისასვლელი გზის გაწმენდა და მოხრეშვა - 5.536 ლარი.
•სოფელი იდუმალა - საბავშო ბაღის მშენებლობისთვის მასალების შეძენა - 13. 626 ლარი;
•სოფელი ოშორა- სასაფლაოს შემოღობვა - 8.336 ლარი; სანიაღვრე არხის მოწყობა - 8. 336 ლარი.
•სოფელი თმოგვი - რიტუალების სახლისთვის ინვენტარის შეძენა -5.896 ლარი;
•სოფელი მირაშხანი - სტადიონის რეაბილიტაცია - 8.713 ლარი.
•სოფელი ნაქალაქევი - რიტუალების სახლის კეთილმოწყობა და ინვენტარის შეძენა - 10.508 ლარი, ჯოლდიოს ხიდის რეაბილიტაცია 4.000 ლარი.
•სოფელი ფია - რიტუალების სახლისთვის კარ-ფანჯარისა და იატაკის მოწყობა - 5.573 ლარი.
•სოფელი ოთა - დენის წისქვილის დამონტაჟება - 6.637 ლარი, კოდიანიდან სასმელი წყლის ჩამოყვანა 6.637 ლარი.
•სოფელი ორგორა - რიტუალების სახლზე სამზარეულოს მიშენება -6.417 ლარი.
•სოფელი სახუდაბელი-სასაფლაოების შემოღობვა - 5.000 ლარი; სასმელი წყლის გამანაწილების შეცვლა 2.731 ლარი.
•სოფელი რუსთავი - წყალსატუმბის რეაბილიტაცია- მოწყობა - 4.281.
•სოფელი სარო- სოფლის რიტუალების სახლის კეთილმოწყობა - 8.600 ლარი.
•სოფელი ნიჯგორი - მინი სტადიონის მოწყობა - 13.173 ლარი.
•სოფელი ტოლოში- ერთ უბანზე სასმელი წყლის ქსელის მოწყობა -5.000 ლარი, დარჩენილ უნბენზე გარე განათების მოწყობა - 10.917 ლარი.
•სოფელი ხერთვისი- სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა - 8.033 ლარი.
•სოფელი გელსუნდა - სასმელი წყლის ბასეინების რეაბილიტაცია -5.347 ლარი.
•სოფელი ძველი - სარწყავი ქსელის მოწყობა - 5.263 ლარი, შიდა გზების მოხრეშვა -10.000 ლარი.
•სოფელი ჭობარეთი - სტადიონის რეაბილიტაცია - 7.148 ლარი, სასაფლაოების შემოღობვა 6.000 ლარი.
•სოფელი ხიზაბავრა - სარწყავი ბასეინიდან გამომავალი მილების გაწმენდა და რეაბილიტაცია - 15.000 ლარი, სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია (45 მ) - 4.064 ლარი.
[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]