FM97.5 / LIVE

რიტუალები და სასმელი წყალი – ბორჯომში ‘სოფლის მხარდაჭერა’ ახალ ეტაპზე გადადის

მთავარიეკონომიკა 20.07.2015
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში 43 პროექტი განხორციელდება, აქედან ყველაზე მეტი, რვა პროექტი რიტუალების სახლსა და 7 კი სასმელ წყალს შეეხება.

რიტუალები და სასმელი წყალი – ბორჯომში ‘სოფლის მხარდაჭერა’ ახალ ეტაპზე გადადის

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 428 866 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით მუნიციპალიტეტის 10 ტერიტორიულ ორგანოში ჯამში 43 პროექტი განხორციელდება.

43 პროექტიდან 8 რიტუალების სახლის რეაბილიტაციას, 7 სასმელ წყალს, 6 გზის რეაბილიტაციას, ხუთი სასაფლაოს და ოთხი გარე განათების სისტემას მომხმარდება.

ასევე, ორ–ორი პროექტია დაგეგმილი სოფლებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მოსაწყობად, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისთვის, პარკებისა და სკვერების მოსაწყობად და ხიდის რეაბილიტაციისთვის.

თითო–თითო პროექტი კი სანაგვე კონტეინერების შეძენას, საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობას, სოფელში არკების რეაბილიტაციას, საკანალიზაციო სისტემას, მოაჯირებსა და ხიდის რეაბილიტაციას შეეხება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ელექტრონული ტენდერი, რომლის შემდეგაც პროექტების განხორციელება დაიწყება, უახლოეს რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

2014 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის 430,599 ლარი იყო გამოყოფილი, აღნიშნული თანხა გასულ წელსაც სასმელი წყლისა და გზების რეაბილიტაციას, გარე განათების, რიტუალების სახლის მოწყობასა და სასაფლაოების შემოღობვას მოხმარდა.

რაც შეეხება 2013 წელს,„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბორჯომს 419,901 ლარი ერგო. აღნიშნული თანხით ბორჯომის მუნიციპალიტეტის 11 ტერიტორიულ ორგანოში, 48 პროექტი განხორციელდა.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები არ შეცვლილა
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
ასპინძაში ‘სოფლის მხარდაჭერის’ ფული ისევ  'ქელეხებისთვის' დაიხარჯება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
სამცხე–ჯავახეთში 'სოფლის პროგრამით' სამშენებლო სამუშაოები ორ მუნიციპალიტეტში დაიწყო
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგები
წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში