FM97.5 / LIVE

ადიგენის სოფლებში პრიორიტეტები რამდენჯერმე შეცვალეს

მთავარიეკონომიკა 12.12.2013
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ოთხში სოფელში სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ამათგან, სამ სოფელში პრიორიტეტები რამდენჯერმე შეიცვალა.

ადიგენის სოფლებში პრიორიტეტები რამდენჯერმე შეცვალეს
ადიგენის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2013 წელს 556.428 ლარი ერგო. ამ თანხით მუნიციპალიტეტის 55 სოფელსა და 2 დაბაში, 14 ტერიტორიულ ორგანოში, 110 პროექტის განხორციელება დაიგეგმა.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, უმეტეს სოფლებში სამუშაოები დასრულდა. ამ ეტაპზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები ოთხ სოფელში მიმდინარეობს: ფლატეში, ქიქინეთში, კიკიბოსა და ბოლაჯურში.

სამჯერ შეცვლილი პრიორიტეტი ფლატეში

ამ სამი სოფლიდან, ფლატეში ადგილობრივებმა პრიორიტეტი მესამედ შეცვალეს. სოფელს პროგრამის ფარგლებში 5661 ლარი ერგო.

თავდაპირველად ადგილობრივებმა ფლატეში სოფლის შიდა გზების შეკეთება და სასმელი წყლის ქსელის მოწყობა გადაწყვიტეს. 4061 ლარი სოფლის შიდა გზების შეკეთებაზე, 1600 კი სასმელი წყლის ქსელის მოწყობაზე გაიწერა.

მოგვიანებით, ადგილობრივებმა პრიორიტეტი შეცვალეს და არჩევანი სასმელი წყლის ქსელის მთლიანად მოწყობაზე შეაჩერეს. თუმცა, მალევე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ბალახაშვილის განმარტებით, სოფელ ფლატეს სასმელი წყალი სოფელ არზნედან უნდა უნდა ჩამოეყვანა. თუმცა არზნეს მოსახლოებამ წყლის მიცემაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ მარაგი ორი სოფლისთვის საკმარისი არ იყო.

საბოოლოდ, სოფელმა პრიორიტეტი კიდევ ერთხელ შეცვალა. ადგილობრივებმა გადაწყვიტეს სასმელი წყლის მოსაწყობად საჭირო პლასტმასის მილები შეიძინონ და დაასაწყობონ. უკვე გადაწყვეტილია, რომ მილებს შპს „ემპა კომპანი“ შეიძენს.

„ვინაიდან სოფელი არზნე არ გვაძლევს წყალს, უფრო მოშორებით კიდევ არის ერთი წყარო და მომავალ წელს სასმელ წყალს იმ წყაროდან ჩამოვიყვანთ სოფელ ფლატეში“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი.

ქიქინეთში პრიორიტეტის შეცვლა რელიეფის გამო მოუხდათ

პრიორიტეტის შეცვლა მოუხდათ სოფელ ქიქინეთში მცხოვრებლებსაც. სოფელს პროგრამის ფარგლებში 7656 ლარი ერგო.
ადგილობრივებმა გადაწყვიტეს აღნიშნული თანხით სასმელი წყლის პრობლემა მოეგვარებინათ.

თუმცა, პროექტის განხორციელებისას ფლატეს მსგავსად, პრობლემები გაჩნდა სოფელ ქიქინეთშიც. აქ პროექტის განხორციელებას რელიეფმა შეუშალა ხელი. ამიტომ, ფლატეს მცხოვრებლების მსგავსად, ქიქინეთში მცხოვრებლებმაც გადაწყვიტეს წელს მხოლოდ მილები შეიძინონ და დაასაწყობონ. მილებს ამ შემთხვევაშიც „ემპა კომპანია“ შეიძენს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ პრობლემა პროექტის არასწორი დაგეგმვა არ ყოფილა. აქ იმ კომპანიის მოძებნა დაგვიანდა, ვისაც გათხრა უნდა ეწარმოებინა. ვიდრე კომოპანია მოიძებნა, ყინვები დაიწყო და გაყინულმა ნიადაგმა სამუშაოების შესრულება გაართულა.

"ვინაიდან, თანხა პრიბლემის ბოლომდე აღმოფხვრას მაინც არ ჰყოფნიდა (არც მილების შეძენას და არც გათხრას) და წელს ნაწილობრივი მოგვარება იგეგმებოდა, გადავწყვიტეთ, ამ თანხით წელს მხოლოდ მილები შევიძინოთ, მომავალ წელს, კი პროგრამის ახალი თანხით დროულად დავიწყოთ გათხრა და პრობლემა საბოლოოდ მოვაგვაროთ", - გვიხსნის არსენ ბალახაშვილი.

კიკიბოში სამიდან ერთი პროექტი მომავალ წელს განხორციელდება

სოფელ კიკიბოში პროგრამის ფარგლებში სამი პროექტის განხორციელება გადაწყდა. 1200 ლარი - წისქვილის რეგისტრაციისა და გამრიცხველიანებისთვის გაიწერა, 1500 ლარი მდინარე ქვაბლიანზე ხიდის მოსაწყობად (უნდა შეეძინათ მზა ხიდი), 2634 ლარი კი ქვაბიჯვრის ხიდის შესაკეთებლად გაწერეს.

მოგვიანებით, სოფელში სამივე პროექტი შეიცვალა. 2634 ლარი (რითაც ქვაბიჯვრის ხიდი უნდა შეეკეთებინათ) სოფელ დერცელიდან სოფელ კიკიბომდე მისასვლელი გზის ორმული შეკეთებისთვის გადაანაწილდა. 1500 ლარით ქვაბლიანზე ხიდის მოწყობის ნაცვლად, სასმელი წყლის შიდა ქსელი მოეწყო, ვინაიდან, 1500 ლარი მზა ხიდის შეძენას არ ჰყოფნიდა.

რაც შეეხება მესამე პროექტს, წისქვილის რეგისტრაციას და გამრიცხველიანებას, ვერც ეს პროექტი შესრულდა.
„მიწის ნაკვეთი, რომელზეც დგას წისქვილი, სახელმწიფოს საკუთრება აღმოჩნდა. კომპანია, რომელმაც სამუშაოები უნდა შეასრულოს, საჯარო რეესტრის ამონაწერს ითხოვს. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი გარდამავალში გადავა“, - ამბობს არსენ ბალახაშვილი.

ბოლაჯურში თანხა გამოუთავისუფლდათ

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 20.084 ლარი ერგო. ადგილობრივებმა პრიორიტეტად სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგება დაასახელეს.

ვინაიდან თანხა პრობლემის მთლიანად მოგვარებას არ სწვდებოდა, მუნიციპალიტეტმა ბოლაჯურის სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად თანხა რეგიონული განვითარების სამინიტროსაც სთხოვა. საბოლოოდ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიღებული 213.335 ლარიც ამ მიზნისთვის გაიწერა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ტენდერის დროს თანხა დაიზოგა და სოფელმა დამატებით საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა და რიტუალების სახლის მოწყობა გადაწყვიტა.

„4 ათასი ლარი მივმართეთ საბავშვო ბაღში ინვენტარის შეძენაზე, 16.000 ლარი რიტუალების სახლის მოწყობისთვის გამოიყო. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება 9 დეკემბერს ჯიმშერ ქიმაძესთან გაფორმდა. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება“,- ამბობს ადიგენის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი.

შეგახსენებთ, ეს სამი სოფელი გამონაკლისი არ არის. თავდაპირველი პრიორიტეტები შეიცვალა მუნიციპალიტეტის 9 სოფელში: წარბასთუმანი, უნწა, ფლატე, კიკიბო, დიდი სმადა, ჭელა, საირმე და ღორთუბანი. ამათგან, კიკიბოსა და ფლატეში პრიორიტეტბი რამდენჯერმე შეიცვალა.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში 9 სოფელმა პრიორიტეტი შეცვალა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგები

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
ადიგენის სოფლებში განსახორციელებელი 17 პროექტი შეიცვალა
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?
რიტუალები და სასმელი წყალი – ბორჯომში ‘სოფლის მხარდაჭერა’ ახალ ეტაპზე გადადის