FM97.5 / LIVE

ზურაბ ჩილინგარაშვილი პროკურატურას ადიგენის გამგებლის საქმის შეწყვეტას სთხოვს [Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 05.02.2014
ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი პროკურატურას ადიგენის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის საქმის შეწყვეტას სთხოვს, რადგან მისი აზრით, ეს პოლიტიკური დევნაა და არა სამართლებრივი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ზურაბ ჩლინგარაშვილმა დღეს, 5 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.



ჩილინგარაშვილი აცხადებს, რომ სიმონ პარუნაშვილი პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითია. მისი მტკიცებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარუნაშვილს არაერთხელ მოსთხოვეს ადიგენის გამგებლის პოსტი დაეტოვებინა, რაზეც უარი განაცხადა, ამიტომ იგი დააკავეს. სასამართლო პროცესი 6 თვეა გრძელდება, დასაკითხი 20 მოწმიდან კი ჯერ მხოლოდ 8 მოწმე დაკითხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენს ერთი წელიწადი დასჭირდება.

"ძალიან ვთხოვ სასამართლოს და პროკურატურას მიაქციოს ყურადღება ამას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ნათელი მაგალითი პოლიტიკური დევნის“, - განაცხადა ჩილინგარაშვილმა.

შეგახსენებთ, სიმონ პარუნაშვილი მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. მასთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალი ედებათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ჯემალ იაკობაძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს გელა აღლემაშვილსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს რატი ტატალაშვილს. სიმონ პარუნაშვილის გარდა, დანაშაულს ყველა ბრალდებული აღიარებს.

ამავე სხდომაზე ჩილინგარაშვილმა განაცხადა რომ, ადიგენში გაზიფიცირება გაჩერებულია და ისიც გაფუჭდა, რაც გაკეთებული იყო. გამრიცხველიანება კი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც გაზაფხულზე ხე-ტყის პრობლემებს გამოიწვევს.
ჩილინგარაშვილი პენსიის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ინფალციის გამო პენსიონერი წლის განმავლობაში 200 ლარს დაკარგავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ადიგენის გამგებელს განაჩენს გამოუტანენ
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
ადიგენის გამგებელს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა
რას ჰყვებიან მუშები ადიგენის გამგებლის სასამართლო პროცესზე
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი დაიწყო