FM97.5 / LIVE

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შუალედური ანგარიში წარადგინა

მთავარისაზოგადოება 24.01.2014
დღეს, 24 იანვარს ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა მოქალაქეებს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" შუალედური ანგარიში წარუდგინა.

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შუალედური ანგარიში წარადგინა
შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა წარადგინა. მაკა სუდაძე მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში სამოქალაქო კლუბის მიერ მიღწეული შედეგები გააცნო.

პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.

„ჩვენ ვიყავით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გვაინტერესებდა მათი მუშაობის სტრუქტურა. იქ ყოფნის დროს გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემა მათ შორის ბორჯომის სასაფლაოსთან მიმასვლელი გზის პრობლემა, ჩვენი ინიციატივით მოხდა ამ გზის რებილიტაცია“,-ამბობს ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „თორის“ წევრი იზაბელა გელაშვილი.

პრეზენტაციის დასასრულს პროგრამის შუალედური ანგარიში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" დირექტორმა მარინა უშვერიძემ შეაფასა.

„პროგრამის მთავარი აზრი ის არის, რომ ჩვენ არამხოლოდ თეორიულად უნდა ვასწავლოთ ბავშვებს სამოქალაქო განათლება, არამედ მათ პრაქტიკაში უნდა გამოიმუშაონ უნარ-ჩვევები. ამ ახალგაზრდებს კარგად გამოსდით პრობლემების მოგვარება, ამის მაგალითი დღეს ჩვენ ვნახეთ კიდეც“,-ამბობს მარინა უშვერიძე.

შეხვედრის დადასრულს მაკა სუდაძემ ახალციხის შპს "კეთილმოწყობის" სამსახურის უფროსს, ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს და ნინოწმინდის რადიო „ნორის“ ხელმძღვანელს მადლიერების ნიშნად სერთიფიკატები გადასცა.

„ამ ადამიანებმა ახალგაზრდებს მუშაობის პროცესში დიდი დახმარება გაუწიეს“,-ამბობს მაკა სუდაძე.

სერთიფიკატებით ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო საკლუბო ინიციატივების ავტორების და ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბის წევრები.

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შუალედური ანგარიში წარადგინა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

“ახალგაზრდულმა ცენტრმა” პროექტის შედეგები შეაჯამა
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა 4– წლიანი პროგრამის ანგარიში წარადგინა
სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა
გახდი აქტიური!