FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

მთავარისაზოგადოება 08.10.2013
დღეს, 8 ოქტომბერს, ახალციხეში სამოქალაქო კლუბების მიერ ორგანიზებული "სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფესტივალი" გაიმართა

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა
ფესტივალი ამხანაგური საფეხბურთო მატჩით გაიხსნა, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო კლუბის 6 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. პირველობა ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა და თასით დაჯილდოვდა. ბურთით და სიგელით დააჯილდოვეს მეორე ადგილზე გასული ადიგენის საჯარო სკოლის გუნდი. ასევე სიგელით დააჯილდოვეს ადიგენის სკოლის გუნდის წევრი კარგი თამაშისთვის.

პარალელურად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაში რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ახალგაზრდული მოძრავი ჯაჭვი“ შეკრეს და სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.

გამგეობის შენობიდან ახალგაზრდების ნაწილმა გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლა, სადაც საკონფერენციო თემების „სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, არშემდგარი სამოქალაქო საზოგადოების“ პრეზენტაცია გაიმართა.

საკონფერენციო თემები რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს. 14 თემიდან სამი საუკეთესო შეირჩა. გამარჯვებული თემის ავტორებს: ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის მოსწავლეს თეონა ნადირაძეს, ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ ქირიას და სხვილისის საჯარო სკოლის მოსწავლეს ანა კანანიანს წიგნები: „ჩვენი ღირსებანი“ გადაეცათ.

ფესტივალი ახალციხის ცენტრალურ პარკში ფლეშმობით დასრულდა, რომელიც სხვილისისა და ბორჯომის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოაწყეს.

ფესტივალი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთის პედაგოგები და დირექტორი დააჯილდოვეს
ახალციხეში საჯარო ლექცია გაიმართა
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შუალედური ანგარიში წარადგინა
გარბენში რეგიონის პირველობა ახალციხის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში