FM97.5 / LIVE

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა 4– წლიანი პროგრამის ანგარიში წარადგინა

მთავარისაზოგადოება 21.05.2014
66 სამოქალაქო კლუბი სამცხე–ჯავახეთის სკოლებში; 4 სახელმძღვანელო პედაგოგებისა და დირექტორებისთვის, ტრენინგები, პროექტები, ღონისძიებები – ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ოთხწლიანი პროგრამა შეაფასა.

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა 4– წლიანი პროგრამის ანგარიში წარადგინა
პროგრამა 2010–2014 წლებში მიმდინარეობდა. მისი მიზანი სამოქალაქო განათლების სწავლება და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება იყო.

პროექტის მიმდინარეობისას პედაგოგებისთვის ოთხი სახის სახელმძღვანელო გამოიცა, მასწავლებლებისთვის და სკოლის დირექტორებისთვის კი ტრენინგები ჩატარდა.

ასევე, პროგრამის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის 66 სკოლაში სამოქალაქო კლუბი შეიქმნა. კლუბის წევრებისთვის კი სხვადასხვა ღონისძიებები და ტრენინგები ჩატარდა.

„პროგრამას ოთხი მიმართულება ჰქონდა, იყო მცირე გრანტების მიმართულება, სადაც ახალგაზრდებს ვასწავლეთ როგორ უნდა დაიწეროს და განხორციელდეს პროექტი. ერთი მიმართულება სოციალური მედიას ეხებოდა, მოსწავლეებმა ისწავლეს როგორ უნდა გამოიყენონ ინტერნეტ სივრცე სასარგებლოდ. გარდა ამისა გვქონდა სტაჟირების პროგრამა, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდებმა სხვადასხვა ორგანიზაციებში სტაჟირება გაიარეს. ერთი მიმართულება კი ნასწავლის პრაკტიკაში გამოყენებას გულისხმობდა, სადაც ვასწავლეთ როგორ დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები“, – განმარტავს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მარინე სუდაძე.

„სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ საბოლოო ანგარიშის წარდგენა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა. შეხვედრას აღნიშნული პროგრამის გრანტების მენეჯერი თამარ ფრუიძე ესწრებოდა. როგორც ფრუიძემ აღნიშნა, შედეგები, რაც დღეს ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა წარადგინა შთამბეჭდავია.

„სამოქალაქო კლუბის წევრებმა ბევრი საინტერესო ღონისძიება, პროექტი და ღონისძიება განახორციელეს, რომელიც სათემო პრობლემების მოგვარებას ეხებოდა. კონკრეტულად ისეთ საკითხებს, როგორიც არის გზების, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება, სკვერების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო ბანაკებში, სტაჟირების პროგრამებში და ბევრ იმ მიმართულებაში, რაც მათ მომავალში გამოადგებათ“, – აღნიშნა თამარ ფრუიძემ.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის თქმით, მიუხედავა იმისა, რომ პროექტი დასრულდა, ამით მათი საქმიანობა არ მთავრდება.

„რა თქმა უნდა პროექტს გააჩნია მდგრადობა, სამოქალაქო კლუბები ყველა სკოლებში შექმნილია, მათ გააჩნიათ საკუთარი სამოქედო გეგმები და ამის მიხედვით გაარგძელებენ მუშაობას, ჩვენ მათ საქმიანობას მონიტორინგს გავუწევთ“, – ამბობს მარინე სუდაძე.

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა 4– წლიანი პროგრამის ანგარიში წარადგინა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

“ახალგაზრდულმა ცენტრმა” პროექტის შედეგები შეაჯამა
სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შუალედური ანგარიში წარადგინა
ახალგაზრდული ცენტრის წლიური ანგარიში

სამოქალაქო განათლების პროგრამამ ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა