FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

მთავარი 07.10.2013
ხვალ, 8 ოქტომბერს, ახალციხეში „სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ახალგაზრდული ფესტივალი“ გაიმართება.
ახალგაზრდულ ფესტივალში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (სამცხე-ჯავახეთის) პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ახალგაზრდული ფესტივალის მიზანია, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა სამოქალაქო კლუბის ლიდერებმა (ახალგაზრდებმა) და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ერთობლივად იმსჯელონ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასა და ერთობლივი სამოქალაქო განათლებისა და საზოგადოების ძლიერი ჯაჭვის შექმნის შესაძლებლობაზე.

ღონისძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე დაგეგმილია ამხანაგური საფეხბურთო მატჩი სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო კლუბის ნაკრებ გუნდებს შორის.

პარალელურად, ახალციხის ცენტრალური პარკიდან, ახალციხის გამგეობის შენობამდე, სიმბოლურად, „ახალგაზრდული მოძრავი ჯაჭვი“ გაკეთდება. სამოქალაქო კლუბის ლიდერები სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე საინფორმაციო ბუკლეტებს დაარიგებენ, რის შემდეგადაც გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლებენ. გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ ჩტარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

დაგეგმილია საკონფერენციო თემების „სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, არშემდგარი სამოქალაქო საზოგადოების“ პრეზენტაციაც.

ფესტივალის დასასრულს სხვილისისა და ბორჯომის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ახალციხის ცენტრალურ პარკში ფლეშ მობს მოაწყობენ.

ფესტივალი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში გაიმართება. ერთდღიანი ღონისძიება 11:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
ახალციხე 'კულტურათა გაცნობის დღესასწაულს'  უმასპინძლებს
სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება
სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
”ერთად ვებრძოლოთ სიღარიბეს”