FM97.5 / LIVE

”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში

მთავარისაზოგადოება 13.06.2013
'ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა' 'სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის' ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ანგარიში წარადგინა.

”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი” სამცხე-ჯავახეთში ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც აქტივობების ანგარიშს 6 თვეში ერთხელ წარადგენს.

პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით 108 სკოლაში კლუბები ჩამოყალიბდა, რომლებიც საკუთარი სკოლის და სოფლის განვითარებაზე ახალგაზრდობის სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობაზე მუშაობენ.

”დღეს გასული 6 თვის საქმიანობა შევაჯამეთ. კლუბებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს”,- ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” დირექტორი მარინე სუდაძე.

მიმდინარე აქტივობების საფუძველზე სამცხე-ჯავახეთის რვა ყველაზე აქტიური სკოლა ტექნიკური აღჭურვილობით დაჯილდოვდა. შეხვედრას პროგრამაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

”კლუბი ჩვენს სოფელში საკმაოდ აქტიურად ფუნქციონირებს. ბავშვებს ყოველთვის აქვთ ახალი პროექტის იდეები. ჩვენ მეორე ადგილი დავიკავეთ და სამომავლოდ ისევ გავაგრძელებთ მუშაობას”,-ამბობს სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის პედაგოგი შორენა ხიზლაძე.

”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა” 2010 წელს შეიქმნა. პროგრამას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 740 სკოლა მონაწილეობს.

”სამი წლის მანძილზე უამრავი აქტივობა განხორციელდა. სამცხე-ჯავახეთი აქტიურად არის ჩართული”,-ამბობს ”სამოქალაქო განთლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” თანამშრომელი თეა მშვენიერაძე.

აღნიშნული პროგრამა 2014 წლამდე გრძელდება.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

“ახალგაზრდულმა ცენტრმა” პროექტის შედეგები შეაჯამა
ახალგაზრდული ცენტრის წლიური ანგარიში

ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა 4– წლიანი პროგრამის ანგარიში წარადგინა
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთის პედაგოგები და დირექტორი დააჯილდოვეს
სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება