FM97.5 / LIVE

“ახალგაზრდულმა ცენტრმა” პროექტის შედეგები შეაჯამა

მთავარისაზოგადოება 22.01.2013
”ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა” ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში ექვსი თვის მუშაობა შეაჯამა.

“ახალგაზრდულმა ცენტრმა” პროექტის შედეგები შეაჯამა
პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციამ რეგიონის მასშტაბით 66 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი გააქტიურა. ამათგან, თავიანთი საქმიანობის შესახებ ანგარიში დღეს რვა კლუბმა წარმოადგინა.

”კლუბებმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არაერთი სამოქალაქო აქტივობა განახორციელეს. ეს ეხებოდა სოფლის დასუფთავების აქციას, რომლის დროსაც წევრებმა აქტიურად ითანამშრომლეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან; ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაგეგმილ საქველოქმედო აქციებში; კლუბის წევრები ჩართული იყვნენ სხვადასხვა ტრენინგებში და ა.შ”,- ამბობს PH International საქართველოს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) გრანტების მენეჯერი თამარ ფრუიძე.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა 2010 წლის ივნისში დაიწყო და 2014 წლის ივნისში დასრულდება.

”საჯარო სკოლებთან ვითანამშრომლობთ და ვცდილობთ გავააქტიუროთ სამოქალაქო კლუბები, რათა პროგრამის დასრულების შემდეგ, თვითონ შეძლონ სხვადასხვა ღონისძიებების და აქციების დაგეგმვა და განხორციელება”,- განმატრავს ’’ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის’’ ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.

მსგავსი ღონისძიება ყოველი ექვსი თვის ბოლოს იმართება. ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრეზენტაციის გამართვას ნინოწმინდისა და ახალქალაქის კლუბებშიც გეგმავდა, თუმცა მკაცრი კლიმატური პირობების გამო ვერ მოხერხდა.

დღევანდელ შეხვედრას პროგრამაში მონაწილე სამცხე-ჯავახეთის არაქართული და ქართული საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მედია-საშუალებები დაესწრნენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში
სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შუალედური ანგარიში წარადგინა
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა 4– წლიანი პროგრამის ანგარიში წარადგინა
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ახალგაზრდული ცენტრის წლიური ანგარიში

ახალგაზრდულმა ცენტრმა პროგრამა ‘მომავლის თაობა’ შეაჯამა