FM97.5 / LIVE

სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს

მთავარისაზოგადოება 27.11.2013
27 ნოემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში შემუშავებული პროექტების პრეზენტაცია გამართეს და იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რაც ქართველი და არქართველი ახალგაზრდების დაახლოებისთვის ტარდებოდა.

სამოქალაქო კლუბებმა ახალგაზრდული ბანაკის შედეგები შეაჯამეს
სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო კლუბების წევრებმა სამოქალაქო ინტეგრაციის ბანაკის ფარგლებში ექვსი პროექტი განახორციელეს. ხუთი დღის განმავლობაში დაბა ბაკურიანში ახალგაზრდები პროექტების წერას სწავლობდნენ. აღნიშნული ბანაკი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „აწყურის“ პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ხელშეწყობით მოეწყო.

„ბაკურიანში სამოქალაქო კლუბის წევრმა, 50-მდე ახალგაზრდამ ტრენინგები გაიარა და პროექტების წერა ისწავლა. დაიწერა ექვსი პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში განვახორციელეთ. თითოეული პროექტი 800 აშშ დოლარით დაფინანსდა“, - ამბობს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „აწყურის“ თავმჯდომარე ნანა ნათენაძე.

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

„აღნიშნული პროექტების ძირითადი მიმართულება უნდა ყოფილიყო ინტეგრაცია ქართველ და არაქართველ ახალგაზრდებს შორის. საკმაოდ წარმატებულად განახორციელეს ეს პროექტები და დღევანდელი ღონისძიება იყო შემაჯამებელი, სადაც წარმოადგინეს თუ რა შედეგებით დამთავრდა ესა თუ ის პროექტი“, - ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი მარინე სუდაძე.

ღონისძიებას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის გრანტების მენეჯერი თამარ ფრუიძე და USAID დემოკრატიისა და განვითარების განყოფილების დირექტორის მოადგილე დევიდ სტოუნჰილი ესწრებოდნენ. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და სამოქალაქო კლუბების წევრები. პრეზენტაციის შემდეგ ბაკურიანის ბანაკში გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა. შემდეგ კი მონაწილეებს საჩუქრები გადაეცათ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

“ახალგაზრდულმა ცენტრმა” პროექტის შედეგები შეაჯამა
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა 4– წლიანი პროგრამის ანგარიში წარადგინა
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა შუალედური ანგარიში წარადგინა
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა