FM97.5 / LIVE

‘ოცნების მხარდამჭერმა შეურაცხყოფა მომაყენა’ - კუბლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლაზე საუბრობს

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 20.10.2020
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ სოფელ ბოლაჯურში ადგილობრივებთან შეხვედრისას „ქარული ოცნების“ მხარდამჭერმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კანდიდატმა პოლიციას მიმართა.

‘ოცნების მხარდამჭერმა შეურაცხყოფა მომაყენა’ - კუბლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლაზე საუბრობს

კუბლაშვილის განცხადებით, ინციდენტი 25 სექტემბერს მოხდა.

„ეს პიროვნება იყო ოცნების აქტივისტი, პრეტენზია გამოთქვა რატომ არ ვიყავი მთავრობის მომხრე. შენ გროშების გულისთვის დადიხარო, ასე მითხრა. უნდოდა დაერტყა, მაგრამ ჩვენს შუაში მერის წარმომადგენელი, ჯემალი ჩხიტუნიძე ჩადგა, ეს ამბავი პოლიციაში განვაცხადე იმავე საღამოს. ასევე მივმართე მერიას, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს. იმ პირმა არ მომცა საშუალება წინასაარჩევნო შეხვედრა ჩამეტარებინა“ - განაცხადა გოდერძი კუბლაშვილმა.

„სამხრეთის კარიბჭე“ აღნიშნულ ფაქტზე ბოლაჯურში მერის წარომადგენელსაც ესაუბრა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

რედაქცია პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც ელოდება.

„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბრიფინგი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 20 ოქტომბერს გამართა.

კუბლაშვილი ადიგენის მერიისგან კიდევ ერთ საკითხზე ელოდება რეაგირებას, ამბობს, რომ მის პლაკატებს ხევენ.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თავისუფალი საქართველოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი განიხილება
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
გოდერძი კუბლაშვილმა შიმშილობა დაიწყო [ვიდეო]
გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება
‘შიმშილობას დავიწყებ’ – რატომ უჩივლა ადიგენის მიწის კომისიას გოდერძი კუბლაშვილმა
'მიუღებელია ივანიშვილის  თამაშებში მონაწილეობა' – გოდერძი კუბლაშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს